U21. მატჩის დღე! ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკვე აქ არიან - პორტუგალიით ვიწყებთ...

AutoSharing Option
საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. დღეს, 21 ივნისს (20:00 სთ), პორტუგალიელ ახალგაზრდებს დავუპირისპირდებით. მოგეხსენებათ, ჯგუფში ნიდერლანდებისა და ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებებიც არიან.

ეროვნული ნაკრებიდან გუნდს 5 ფეხბურთელი შეუერთდა - მამარდაშვილი, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, გაგნიძე და დავითაშვილი. შოტლანდიასთან დაპირისპირებაში ირაკლი აზაროვს მონაწილეობა არ მიუღია და ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, დღეს მისი თამაში მოსალოდნელია.

შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და გუნდის კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
Sportall.Ge

რამაზ სვანაძე: "ორი კვირაა ვემზადებით. დატვირთული შეკრება გვქონდა, ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. ახლა ყველაფერი
თამაშმა უნდა გამოაჩინოს. ძლიერი მეტოქე გვყავს, თანაც ტურნირის დებიუტანტები ვართ. ვეცდებით, საკუთარი შანსი ვეძებოთ და თავი გამოვიჩინოთ.

გახსნით მატჩში არ ვიტყვი, თუ რა შედეგი იქნება მისაღები. დიდი მნიშვნელობა თამაშის შინაარსს ექნება, რომ სასურველ შედეგზე მერე ვიმსჯელოთ. შესარჩევი ეტაპი არ გვითამაშია, ამხანაგური მატჩები გავმართეთ. ჩვენი მოლოდინები არსად წასულა, ის უფრო მეტად გამძაფრდა. ყველა შეხვედრაში საკუთარი სახე გვქონდა და მნიშვნელოვანია, ეს პორტუგალიასთანაც ასე იყოს.

ამხანაგურ მატჩებში თავის გამოჩენის შანსი ბევრ ფეხბურთელს მიეცა. გუნდში კარგი სიტუაციაა. ის ფეხბურთელები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, ამ გუნდთან ერთად თამაშობდნენ (დავითაშვილი 19-წლამდელებში). ეს თაობა დიდი ხანია, რაც ერთად მოდის და ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს. ისინი გამოცდილებას მოიტანენ, რაც ძალიან გვჭირდება.

პორტუგალიურ ფეხბურთზე დადებითი შეფასებები მაქვს, ასაკობრივი ნაკრებებიდან დაწყებული, ეროვნულით დასრულებული. გამორჩეული სტილი აქვთ, ტექნიკურები და ფიზიკურად ძლიერები არიან. ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჩვენ საკუთარი მიზნები და იდენტობა გვაქვს".

ანზორ მექვაბიშვილი: "ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და თამაშისთვის ვემზადებით. ტრავმა მოვიშუშე და ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და სავარაუდოდ, ვითამაშებ. პორტუგალიის მწვრთნელის სიტყვები, რომ ფრე მათთვის მისაღები შედეგი იქნება და იმის თქმა, რომ ძლიერი გუნდი ვართ, სასიამოვნოა. მათ ჩვენი ძალები ამხანაგურ მატჩში ნახეს.

კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკი ყველას არ ჰქონია. მათი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ და ისიც, საქართველისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

მათი გადაწყვეტილება გულდასაწყვეტი იყო, თუმცა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს. ისინი ახლა ჩვენ სხვანაირად გვიგულშემატკივრებენ და ჩვენ გვერდით არიან".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ნუ მიაქცევთ ბიჭებო ყურადღებას ვინ რას იტყვის..ყველა ასეთი გამოსვლა ყურადგების და კონხენტრაციის მოდუნებას ემსახურება..გადით მოედანზე და ითამაშეთ ფეხბურთი..არავინ ითხოვს თქვენგან არაფერს..წინასწრ შედეგის მოთხოვნა არის ფეხბურთის უპატივცემულობა ითა.აშეთ ყოველგვარი წნეხის გარეშე..მაგრამ უმიზნო პასებს ნუ გააკეთებთ..დროულად დააზღვიეთ ერთმანეთი..ბურთი სწრაფად გაათამაშეთ..მეტოქეს ბურთის ადვილად მიღების და გათამაშების საშუალება არ მისცეთ..მოედანზე არ დაგეძინოთ..კარში ურტყით დაუნდობლად...უმოწყალოდ..მთელი ძალით..სანამ ბურთს ფეხს დაარტყამთ მანამდე მოიფიქრეთ რა გინდათ..ვისთვის გინდათ..შეგიძლიათ წინასწარ სახელიც დააძახოთ რომ ბურთმა მიხვდეს საპასოდ ურტყამთ თუ საგოლედ..პატივი ეცით ბურთს.ის ჩვენ გუნდისი მეთორმეტე წევრი Iსევ თქვენ უნდა გახადოთ..თორემ მეტოქე წაგართმევთ და რიცხობრივ უმცირესობაში თქვენ დარჩებით..მოკლედ წესიერად ითამაშეთ..აბა თქვენ იცით..წარმატებები
ბუჯანგა
10:34 21-06-2023
4
ეეეე, ეხლა ამათმა უნდა ფხრიწონ ჩვენი ნერვები, რა დავაშავეთ იმ ხალხმა ვისაც ფეხბურთი გვიყვარს?
პაპა
12:15 21-06-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული