U21. მატჩის დღე! ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკვე აქ არიან - პორტუგალიით ვიწყებთ...

AutoSharing Option
საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. დღეს, 21 ივნისს (20:00 სთ), პორტუგალიელ ახალგაზრდებს დავუპირისპირდებით. მოგეხსენებათ, ჯგუფში ნიდერლანდებისა და ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებებიც არიან.

ეროვნული ნაკრებიდან გუნდს 5 ფეხბურთელი შეუერთდა - მამარდაშვილი, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, გაგნიძე და დავითაშვილი. შოტლანდიასთან დაპირისპირებაში ირაკლი აზაროვს მონაწილეობა არ მიუღია და ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, დღეს მისი თამაში მოსალოდნელია.

შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და გუნდის კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
Sportall.Ge

რამაზ სვანაძე: "ორი კვირაა ვემზადებით. დატვირთული შეკრება გვქონდა, ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. ახლა ყველაფერი
თამაშმა უნდა გამოაჩინოს. ძლიერი მეტოქე გვყავს, თანაც ტურნირის დებიუტანტები ვართ. ვეცდებით, საკუთარი შანსი ვეძებოთ და თავი გამოვიჩინოთ.

გახსნით მატჩში არ ვიტყვი, თუ რა შედეგი იქნება მისაღები. დიდი მნიშვნელობა თამაშის შინაარსს ექნება, რომ სასურველ შედეგზე მერე ვიმსჯელოთ. შესარჩევი ეტაპი არ გვითამაშია, ამხანაგური მატჩები გავმართეთ. ჩვენი მოლოდინები არსად წასულა, ის უფრო მეტად გამძაფრდა. ყველა შეხვედრაში საკუთარი სახე გვქონდა და მნიშვნელოვანია, ეს პორტუგალიასთანაც ასე იყოს.

ამხანაგურ მატჩებში თავის გამოჩენის შანსი ბევრ ფეხბურთელს მიეცა. გუნდში კარგი სიტუაციაა. ის ფეხბურთელები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, ამ გუნდთან ერთად თამაშობდნენ (დავითაშვილი 19-წლამდელებში). ეს თაობა დიდი ხანია, რაც ერთად მოდის და ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს. ისინი გამოცდილებას მოიტანენ, რაც ძალიან გვჭირდება.

პორტუგალიურ ფეხბურთზე დადებითი შეფასებები მაქვს, ასაკობრივი ნაკრებებიდან დაწყებული, ეროვნულით დასრულებული. გამორჩეული სტილი აქვთ, ტექნიკურები და ფიზიკურად ძლიერები არიან. ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჩვენ საკუთარი მიზნები და იდენტობა გვაქვს".

ანზორ მექვაბიშვილი: "ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და თამაშისთვის ვემზადებით. ტრავმა მოვიშუშე და ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და სავარაუდოდ, ვითამაშებ. პორტუგალიის მწვრთნელის სიტყვები, რომ ფრე მათთვის მისაღები შედეგი იქნება და იმის თქმა, რომ ძლიერი გუნდი ვართ, სასიამოვნოა. მათ ჩვენი ძალები ამხანაგურ მატჩში ნახეს.

კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკი ყველას არ ჰქონია. მათი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ და ისიც, საქართველისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

მათი გადაწყვეტილება გულდასაწყვეტი იყო, თუმცა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს. ისინი ახლა ჩვენ სხვანაირად გვიგულშემატკივრებენ და ჩვენ გვერდით არიან".

მკითხველის კომენტარები / 20 /
გულდასაწყვეტია რა თქმა უნდა კვარაცხელიას და მიქაუტაძის არ ყოფნა ახალგაზრდულში,გასაგებია რომ გადატვირთული სეზონი ქონდათ, დასვენებას და პირად ცხოვრებასაც უნდათ დაუთმონ გახკვეული დრო,მაგრამ შეიძლებოდა ცოტა მოენდომებინათ და დახმარებოდნენ ახალგაზრდულს ასეთ დროს,მიტუმეტეს რომ ასეთი შანსი და ასეთი პირობები შეიძლება აღარც მიეცეს ნაკრებს,კიდევ რომ ჩემი აზრით ამ ორ თამაშში შესარჩევზე არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ ორივეს და საერთოდ ვფიქრობ მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი საქართველოს ნაკრებში....ასე რომ შეიძლებოდა ქართველი გულშემატკივრისთვის ცოტა გადაედოთ პირადი დასვენება და ქორწილი.... და დახმარებოდნენ ახალგაზრდებს მეტის მიღწევაში...(მართლა თუ ასეთი მაღალი დონის პროფესიონალები არიან)... წარმატებები საქართველოს ნაკრებებს და მთლიანად ქართულ სპორტს....
დავითი
21 ივნისი 2023 19:35
4
ეხლა ამათი ჯერია!!
**
21 ივნისი 2023 15:11
3
აბა ჰე!
მწვრთნელი
21 ივნისი 2023 14:39
0
ხომ უნდა მიხვდე არ იცი პენალტის დარტყმა, დაარტყმევინე რა მიქაუტაძეს.
ტტტ
21 ივნისი 2023 19:19
0
ფეხბურთში რაც თავი მახსოვს მესმის ქართველი კომენტატორისგან მეტოქე ფიზიკურად გვჯობია. აბა დიდგორი , ერთი ათზე მტერი და რამე? გამოიგონეთ? თუმცა მეც მაგარი ვარ რა , მე თვითონ არ დავდივარ თბილისის ქუჩებში ?! თითქმის ერევანია ელი სიმაღლით და ფერ-ხორცით :)))
სომეხა
21 ივნისი 2023 14:50
10
2-0
საქართველო პორტუგალია
აზრიანად და დინჯად
ლევანი
21 ივნისი 2023 20:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული