ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ბელგიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:
"პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია და ეს ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს. ახლა, ხვალინდელი დღისთვის ვემზადებით. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ისტორიული ფაქტია და გვინდა, რომ ხვალაც წარმატებით ვიასპარეზოთ და გავაგრძელოთ ეს ისტორია. პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, აღვნიშნე, რომ სავსე სტადიონი ძალიან მნიშვენლოვანია. მინდა, რომ დასწრების რეკორდით კიდევ ერთი ისტორია ერთად დავწეროთ".
nakrebi.ge