"მიზანთან ახლოს ვართ... რთულ თამაშს ველოდებით" - სვანაძისა და გულიაშვილის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასული ორი ტურის შემდეგ, ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მესამე ტურის მატჩს, ჩვენი ახალგაზრდული ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.

26 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გათვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის "ლოკომოტივის" ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო მანამდე მასპინძელ არენაზე ჟურნალისტების კითხვებს რამაზ სვანაძემ და გიორგი გულიაშვილმა უპასუხეს.

საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) დასწრება მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.

რამაზ სვანაძე: რთულ თამაშს ველოდებით. ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში
თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზეა. ამ ურთულეს ჯგუფში ნებისმიერი თამაში ფინალის ტოლფასია. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ჩვენი გუნდის მიზანი, რაზეც ვამბობდით, რომ ეს თითოეულ თამაშზე სწორი შემართებით გასვლა იყო. რეალურად, ძალიან რთულია ამ ჯგუფში, ასეთი დონის მეტოქეებთან წინასწარ დაგეგმო ქულები. თუმცა დღეს აქ ვართ და ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ამიტომ, ჩვენი სურვილია, ლოგიკურად დავასრულოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენი თამაშით დავიმსახურეთ.

ნიკა გაგნიძე სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და საოპერაციო არ არის, თუმცა დაახლოებით ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოედანზე ვერ დაგვეხმარება, ის ჩვენთან ერთად რჩება. ნიკა ამ ნაკრების გულია, როგორც მოედანზე, მის ფარგლებს გარეთაც. მან ძალიან სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, რადგან არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და დაბრუნდა მშობლიურ კლუბში, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაში ყოფილიყო. ტრავმირებული მინდვრის მოთამაშის ჩანაცვლება, რეგულაციებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ასე რომ, დავრჩებით იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს გვყავს.

გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და ეს არ არის გადაჭარბებული სიტყვები. მოედანზე გასვლისას ნებისმიერი სახის დაღლილობა იხსნება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი არ გავაწბილოთ. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.

გიორგი გულიაშვილი: ახლოს ვართ ჩვენს მიზანთან. მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ემოციით და შემართებით, რაც გასულ შეხვედრებში გვქონდა, დასახულ მიზანს მივაღწევთ. განწყობა ამაღლებულია. ის ემოციები, რაც მივიღეთ გასულ შეხვედრაში, მნიშვნელოვანი იყო. მეც და გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელი მზად ვართ 90 წუთის სათამაშოდ.

გასულ მატჩებში სტადიონზე დაუვიწყარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივარს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ჩვენს გვერდით იდგნენ. დარწმუნებული ვარ, ხვალაც სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში და ვეცდებით, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ.

Nakrebi.ge

altევროპის პლეი-ოფთან და ოლიმპიადასთან ასე ახლოს - რა ისწავლა მწვრთნელმა და რისი გვეშინია ყველაზე მეტად...


alt"დილა" ტრავმირებული ნიკა გაგნიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
თქვენ გენაცვალეთ გულში ბიჭებო !!!
წარმატებები !!!
აჩი
15:41 26-06-2023
1
მიწაზე იდექით და ითამაშეთ ბიჭებო!ითამაშეთ!ისე,როგორც შეგიძლიათ.ესე იგი იმაზე უკეთესად,ვიდრე ამ ორ თამაშში ითამაშეთ!მაშინ ყველაფერი წესრიგში იქნება! კარგ თამაშს და წარმატებას გისურვებთ!
სოსო
16:26 26-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული