Sudouest: ზურიკო კაშკაშებს და "ბორდოს" უკვე რამდენიმე კლუბმა მიმართა

AutoSharing Option
ყოველდღიური რეგიონული, საფრანგეთში ტირაჟით მეორე გაზეთი Sudouest-ი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების წარმატებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდებთან გატანილმა გოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სოციალური ქსელები "ააფეთქა":

"გოლი იყო შთამბეჭდავი და ამავდროულად, ისტორიული. სამშაბათს ნიდერლანდებთან თავი ჟირონდელთა ფეხბურთელმა გამოიჩინა, რომელიც 40-მეტრიანი ქარიშხლისებური დრიბლინგით ხუთი მცველს გასცდა და მარცხენა ფეხით მეკარე ბარტ ვერბრიუგენს გოლი გაუტანა".

გამოცემა წერს, რომ დავითაშვილს "ბორდო" 1.25 მილიონ ევროდ გამოისყიდის, კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს, თუმცა სხვა კლუბებისგან უკვე მიიღეს შეთავაზებები, მაგრამ უარი უთხრეს და
ტრანსფერზე მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური წინადადების შემთხვევაში დათანხმდებიან.

"ბორდოს" საიტმა ზურიკოს გოლის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მან მეტოქის მცველები ნოკაუტში ჩააგდო და ტურნირზე კაშკაშებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფანტასტიური გოლი შეაგდო. თავდადებით ითამაშა და სხვებმაც მხარი აუბეს. ამ ბიჭს ცოტა მეტი ფიზიკური მონაცემები ჰქონდეს,არცერთ ვარსკვლავზე ნაკლები არ იქნებოდა. ბიჭმა გული დადო მთელი თამაშის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სხვებმაც ჩინებულად, თავდაუზოგავად ითამაშეს. წარმატებები ზურიკოს და მთელ ჩვენს ნაკრებს.
Mr.kostaia
21:37 28-06-2023
0
ზურიკო არის საქართველოს ნაკრების თვის MVP!!!დიდებშიც და პატარებშიც
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული