ვაისი: საქართველოს ევროპირველობის მოგება შეუძლია - მათ ვგულშემატკივრობ

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში საქართველოს 21-წლამდელების გასვლამ ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი გაახარა და Metaratings-თან იმედი გამოთქვა, რომ რამაზ სვანაძის შეგირდები ფინალში გავლენ ან ტურნირს მოიგებენ.

"საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა, ვინაიდან მათ ძალიან კარგი გუნდი და ფეხბურთელები ჰყავთ. ბოლო წლებში საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესანიშნავად მუშაობენ, ბევრი აკადემია და სტადიონი ააშენეს, კარგი ინფრასტრუქტურა აქვთ. ახალგაზრდულ გუნდში ის ფეხბურთელები ასპარეზობენ, რომლებმაც პირველ ნაკრებში უკვე ითამაშეს. ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა.

მათ რომ ხვიჩა კვარაცხელია და კიდევ ორიოდ ფეხბურთელი შეერთებოდა,
კიდევ უფრო ძლიერები იქნებოდნენ. მე იმედი მაქვს, საქართველო ფინალში გავა ან ტურნირს მოიგებს, რადგან საშინაო არენაზე გამოდიან, სადაც წარმოუდგენელი გულშემატკივრები არიან, რომლებიც მათ დიდ ძალას აძლევენ. ყველაფერი შესაძლებელია. მე ფედერაციის ხელმძღვანელობას წარმატებას ვუსურვებ, იქ ყველა ჩემი მეგობარია.

გუშინ ნიდერლანდებთან მატჩს ვუყურე. შესანიშნავი მატჩი და ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავი გოლი. ეს ფეხბურთია, აქ ყველაფერია შესაძლებელი. მატჩების ყურებას და მათ გულშემატკივრობას გავაგრძელებ.

საზონოვი? ვფიქრობ, მარტო ის კი არა, ამ გუნდის სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ პირველ ნაკრებში ითამაშონ. ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული. შემადგენლობაში იმათი შეყვანაა აუცილებელი, რომლებიც სჭირდებათ. ყოველ წელს საქართველოში ახალი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდება, ჩემ შემდეგ ახალი ტალანტები გამოჩნდნენ. ამიტომ თავის წარმოჩენის შანსი ყველას აქვს".

altSudouest: ზურიკო კაშკაშებს და "ბორდოს" უკვე რამდენიმე კლუბმა მიმართა

alt"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე

alt"მადლობა თითოეულ გულშემატკივარს" - ირაკლი აზაროვი

alt"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

altშოთა არველაძე ზურიკოს გოლსა და ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა

alt"დრამა, სირცხვილი და დავითაშვილის განსაკუთრებული გოლი" - ნიდერლანდური მედია და მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე

მკითხველის კომენტარები / 11 /
როგორც მწვრთნელი საშუალო დონისაა (ან შესაძლოა უფრო ნაკლები), თუმცა საქართველო გულწრფელად უყვარს, რაც დასაფასებელია
სიმართლე
01:59 29-06-2023
3
ვაისი ჯიგარია, ქართველები უყვარს
სიმართლე
23:53 28-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული