მარცხის "ქართული" გამოძახილი - რა მოგვცა მატჩებმა, რისი შეცვლა შეიძლება და რატომ გვაქვს პოლუსური აზროვნება...

AutoSharing Option
შეუძლებელია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ევროპირველობის მეოთხედფინალური მარცხის შესახებ ცხელ გულზე და დამშვიდებულმა მკვეთრად განსხვავებულად არ ისაუბრო. თბილისში ნამდვილი დრამა ვიხილეთ, პენალტების სერია ჩვენი გუნდის მონაწილეობით, ემოციების ზღვა და განცდა, რომელიც ისრაელის ნაკრებთან დაპირისპირებას წინ სდევდა, რომ ჩვენ ამ ბარიერის გავლა შეგვეძლო. ვნებები დაცხრა და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომელთა ჯამში, ჯგუფური ეტაპის გადალახვა იქნებ სწორედ ჩვენი მაქსიმუმი იყო. ამაზე ფიქრსა და წუწუნს უნდა მოვეშვათ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გვასწავლოს ამ ტურნირმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

სასიამოვნო
იყო იმ ერთიანობისა და შემართების ნახვა, რაც ტურნირის განმავლობაში იგრძნობოდა. იყო დრო, როცა არ ვიცით, რამდენად ობიექტურად, არსებობდა განცდა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმუმს არ დებდნენ. ახლა ამის გაფიქრებასაც კი ვერავინ იკადრებს, ჩანს, ბიჭები საკუთარ თავზე მაღლა ახტომას როგორ ცდილობენ. არაა დიდი დრო გასული, გულშემატკივრების ნაწილი სტადიონების სხვა დანიშნულებით გამოყენებას რომ ითხოვდა, ახლა კი ბილეთების შეძენა პრობლემური იყო და გავრცელდა ვიდეო, რომელმაც გენიალურ ფილმ "ფეოლას" კადრიც კი გაგვახსენა. ყველაფერი ეს კარგია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასათავისებელი - ის, რომ ხალხმრავლობა პირველ ტურშიც უნდა ყოფილიყო და მხოლოდ შედეგზე არ უნდა "მიებას" და მეორე - სამწუხაროდ, პოლუსური აზროვნება გარკვეულ ადამიანებში ისევ ჩვეულებრივია. ხვიჩა კვარაცხელიას როლი ქართული ფეხბურთისადმი "დაბრუნებაში", მისით საერთაშორისო დაინტერესებაში, დიდია და არ შეიძლება გაიდეალებიდან პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდეთ, არა! "კვარას" გადაწყვეტილების მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, ის ისრაელთან თამაშს მკვეთრად რომ შეცვლიდა, საქმე ხომ ამ დონის ვარსკვლავთან გვაქვს. ისიც ვიცით, ჩვენი ქვეყნისთვის მონატრებულ
გამარჯვებას რამხელა ძალა ჰქონდა, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, ამაზე დეტალურად გვეწერა და აღარ გავიმეორებთ. არაა 21-წლამდელთა ტურნირი უკვე შემდგარი ვარსკვლავების ასპარეზი, ეს ასე რთულად გასაგებია?! სხვებს ტიტული არ "სწყურიათო". კარგი, დაგეთანხმებით ამ მსჯელობაში, თუმცა რატომ არაა "მოწყურებული" ნორვეგიის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერლინ ჰოლანი არ ყოფილა?! ყველას გაქვთ უფლება, კვარაცხელია გააკრიტიკოთ, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს!..

Sportall.Ge

მატჩის შესახებ საუბარი, იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა უკეთ, სად იქნა შეცდომები დაშვებული, რა იყო შესაცვლელი მწვრთნელის მხრიდან და ა.შ. რთული არაა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ,  ეს გუნდი კი ერთად აღარასდროს ითამაშებს, ასაკობრივი ნაკრების ხვედრი ხომ ესაა. უფრო მასშტაბური ასპექტები უნდა გამოვყოთ.

როგორც უნდა გვეყურებინა საშინაო ევროსთვის, ამ ტურნირის მნიშვნელობა ორი კუთხით იყო აღსანიშნავი - სატრანსფერო ინტერესი ჩვენი მოთამაშეების მიმართ და ეროვნული ნაკრების შევსების საკადრო რესურსი. ზოგჯერ ძალიან იოლად წარმოვიდგენთ, რომ ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელით კარგი მატჩების შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნები და კლუბები დაინტერესდებიან.  ყველაფერი ასე მარტივი არაა, თანამედროვე ფეხბურთი სრულყოფილებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანაც მხოლოდ ერთი ტურნირით არ ხდება, დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება; გარდა ამისა, არასაფეხბურთო ამბებში ჩაძიებაც ხდება.

Sportall.Ge

შეუძლებელია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის თამაშით არ მოხიბლულიყავი, რაც მათ მომავალ კარიერაზეც უნდა აისახოს და სანაკრებო ყოფაზეც. კმაყოფილები ვართ საბა საზონოვის ლიდერული თვისებებით, ბრძოლისუნარიანობით, ფიზიკური სიძლიერითა და ამავდროულად, სისწრაფით. მოსკოვის "დინამოს" მცველს გრძელი პასი ახასიათებს, შეტევის წამოწყების მიმართულებით კი სასწავლი ისევ აქვს, ამაზე ეროვნულში თამაშის შემდეგაც მივუთითებდით.

ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო ივა გელაშვილი, რომელიც თამაშს მშვენივრად კითხულობს; მატჩიდან მატჩამდე უმატებდა ალექსანდრე კალანდაძე, ოღონდ როგორც მესამე ცენტრალური მცველი და არა ფლანგელი. ახლა ამ ფეხბურთელების კარგ გუნდებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ნაკრების უკანა ხაზში როტაციის დრო ნამდვილადაა!..

Sportall.Ge

არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ახლა საკლუბო კარიერა სტაბილური არ აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს ბოლომდე აღმოფხვრან, უკეთეს ჩემპიონატზე ფიქრი კი შემდეგ დაიწყონ. უპირველესად, გიორგი წიტაიშვილი გვახსენდება. ისრაელთან მან ართმევებზე ძალიან კარგად იმუშავა, ერთხელ კი სახიფათოდ შეუტია. ის, რომ მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, სადაც უნდა იყოს, ფაქტია. ვნახოთ, კიევის "დინამო" იჯარით ამჯერად სად გაუშვებს. "წიტას" ფიზიკური კონდიციების გაძლიერება სჭირდება. ირაკლი აზაროვს კლუბშიც უფრო საიმედოსა და ტაქტიკურად მრავალფეროვანს ველით. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მთელი ყურადღება მოქმედ კლუბებზე და არა სატრანსფერო ალიაქოთზე უნდა გააკეთონ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა...

სანაკრებო პრობლემები მოგვარებადია საყრდენ ზონაში, ფორვარდების საკითხი კი ისევ აქტუალურია. საზონოვზე ვისაუბრეთ და მადლობა იმის გამოც უნდა გადავიხადოთ, ქართული პასპორტი გიორგი მიქაუტაძესაც რომ აქვს. გამტანი თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გვყავდეს, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი შოთა არველაძე ნამდვილად იყო, შემდეგ კი...

სამსჯელო, სასაუბრო, განსახილველი და საკამათო ბევრია, ყველაფერს ერთი წერილი არ ეყოფა, მთავარი ისაა, მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდეთ და ყოველთვის მეტისთვის ვიღვწოდეთ!..

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altU21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
1)თავიდანვე მივესალმებოდი კვარას და მიქაუტაძის გადაწყვეტილებას რადგან მათ ადგილზე სხვას წარმოეჩინა თავი და აზაროვმა და გაგუამ მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.
2)ისე მხოლოდ კვარას რომ გადაეკიდეთ თქვე ყვ...ბით დასაკიდებო მიქაუტაძემ რა დააშავა?
3)საფრანგეთში ან ინგლისში როცა ვიღაც შავკანიანი კარგია ფრანგია და ინგლისელი და როცა ცუდი მაშინ ეგრევე ზანგი ხდება სწორედ ასეთები რატომ ხართ საქართველოში მეგრელების მიმართ როცა კარგები ვართ ქართველები ვართ და როცა ვითომ ფეხი "დაგვიცდება" მაშინვე მეგრელები ვხდებით?თქვენ საიდან გაქვთ ეს შოვინიზმი და აუტანლობა მეგრელების მინართ ასე გასისხლხორცებული,მხედრიონელი ბიძიების,მეზობლების და ახლობლების გარემოცვაში ხართ ამოზრდილი?მაშინ გასაგებია.ფუ რა გულის ამრევია ეს ყველაფერი?...
წარმატებები კვარას,მიქაუტაძეს და მთელს საქართველოს ნაკრებს✊✊✊
MARGALONA
03 ივლისი 2023 12:43
21
იმიტომ ამტკიცებს რაც ზევით დავწერე,თქვენი დამოკიდებულება არის მეგრელებისადმი ასეთი,როცა თქვენთვის მისაღები ვართ კარგები ვართ და როცა რაღაცა არ მოგწონთ ცუდები,არადა თქვენ არ ხართ განმსაზღვრელი იმისა თუ როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ თუ ვინმე სხვა.მეგრულ ენაზე ლაპარაკს გაიგებთ ინჭიკიები გემართებათ,ისეთუ რეაქცია გაქვთ რავიცი,აზერულზე,სომხურზე,არაბულზე და არცერთი ენის გაგონებისას რო არ გაქვთ ეგეთი რეაქცია,ქაც მეგრულ ენოვანი კომენტარი დაიდება და სიფსიხეებიბგემართებათ,ადისლაიქებთ,ჩვენ ვგრძნობთ ამ დამოკიდებულება ჩვენდამი.ამიტომ არავის არაფერი დააბრალოთ,თქვენში ეძებეთ პრობლემა.
სოსოს
03 ივლისი 2023 14:51
3
კარგი რა,მარგალონა!ზოგიერთი მეგრელიც ამტკიცებს,ქართველები არა ვართო,მაგრამ მათ ჭკუაზე გავიაროთ?კარგი თუ უვარგისი,ჭკვიანი თუ სულელი,მეგრელებშიც არის,ქართლელებშიც,კახელებშიც და ეჭვი მაქვს,მსოფლიოს ყველა ერში თუ ეროვნებაშიც, ასევე იქნება.ამისთანებს თუ ჭკუა ააყოლე და ყურადღება მიაქციე,დაიჯერებენ ხალხი მისმენსო და კიდევ უფრო მეტად აყვირდებიან.
სოსო
03 ივლისი 2023 13:54
0
ყველა გამოხმაურება
ამ ჯგუფში ყველაზე გაუგებარ ფეხბურთს ჩვენი ნაკრები აჩვენებდა .3 პასი წინ სანატრელი იყო.უკან რამდენიც გინდა.
ბაჯო.
03 ივლისი 2023 12:50
3
შეეშვით სპორტსმენებს და გათითოკაცებას. საქართველოსთვის ყველა ჩვენგანი უნდა იბრძოდეს და კლავიატურის გარდა სხვა საქმე უნდა ქონდეს.
1408
03 ივლისი 2023 19:33
3
კომენტარებს გადავხედე და ყველზე თრთიანი კომემტარო ბატონ კომბლეს ესწერა :დ:დ/// 3 ათასი კი არა ბინა ჩაადებინე ბარემ!!! და მეორე კიდე ფეხბურთს მარტო ღარიბი ბავშვები რომ თამაშობენ და საშუალო ოჯახია შვილები! ანუ მდიდარი ან შეძლებული კაცის შვილმა რატომ შეიძლება ვერ ითამაშოს ფეხბურთი? თუკი შრომაარ ეზარება, თუკი ჭკვიანია და ზარმაცი არაა, და თუ ნიჭი აქ ამ ყველაფერთან ერთად, მამის ფული ამ ყველაფერს უქვითაავს? თუბრაშია საქმე?? :დ / ჩვენ ღარიბების სპორტი იმიტომ გვოგონია რომ 80 %ღარიბი და ღატაკია და ლოგიკურია რომ რაოდენობრივად ღარიბი ფეხბურთელები უფრო მეტი გამოდის./// კრესპოს კითხეს ჟურნალისტებმა რომ, ალბათ თქვენც სქშინელი და მძიმე ბავშობა გქონდათო ხომო?? კრესპომ საიდან დააბრეხვეთო? ფეხბურთელები არგენტინაში დიდი გაჭირვებული ოჯახებიდან მოდიხართო,,, კრესპომ , ფეშენებელურ უბანაში გქბიზარდე და საკმაოდ მდიდარი ოჯახიყქვდა ყოველთვისო, არაფერი არასოდეს არ მაკლდაო, და საერთოდ არ შეუშლია ხელი ამას ჩემთვისო./ ასე რომ ნუ ატყუებთ ხალხს , და რაღაცა ზღაპრებით ნუ უტენით ტვინს!/. ბავშვს თუ ნიჭი აქ და მშობელო კარგად და სწორად აღზრდიის და შრომის ფასს ასწავლის და ცხოვრების, ის გინდა სიღატაკეში გაიზარდოს და გინდა სიმდიდრეში, პოროვნება ორივე შემთხვევაში ძლიერი იქნება./ რაც შეეხება სკოლას ეს უნდა იყო უფასო ან მინიმალური, რაც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება, კლუბის მეპატრონეს უნდა გაუწიოს შეღავათი გადასახებში!
Vasili
03 ივლისი 2023 19:24
3
რატომ და ჩემო ვასილი ეს საქართველოა და ყველაფერი ფულზე და ნეპოტიზმზეა აგებული. ნუ ფეხბურთი კიდე ხო, უფრო მასიურია და ბევრი გუნდები და ლიგაა აბა ნახეთ კალათბურთში, წყალბურთში და ელიტარულ სახეობებში თუ არ არის პატრონების შერჩევით დაკომლეკტებული გუნდები.
ვასილი, ყვაჯი გილაბარსილი
03 ივლისი 2023 20:08
2
იმიტომ ვერ მივაღწიეთ წარმატებას რო არ გვაქვს კოლექტიური გამოცდილება ამის,ჩვენ არასოდეს გვითამაშია ფლეიოფის სტატდიაზე და არც პენალტების სერია შეგვისრულებია,ხოდა რანაირად გინდათ გამარჯვება.ზოგადად,ქვეყანას აქვს წაგებული მენტალიტეტი,ფეხბურთს რო თავი გავანებოთ,ყველა ომი წავაგეთ და აგერ,ვისაც არ ეზარება ჩვენ გიტყაპუნებს თავში. მერედა ამ თავში ტყაპუნის რეაქცია არ გაინტერესებთ,ქართველი ხალხის ნაწილი ტაშით ხვდება,ხოდა როგორ გინდა წამრატება გქონდეს? აგერ ერთი წელია,უცხოეთიდან ღარიბაშვილს ლანძღავენ,ხოდა რეაქცია ისეთია,თითქოს პირადულად იმ კაცს ლანძღავდნენ. საერთაშორისოდ,ქვეყანას წარმოადგენს მტავრობა და ამ მთავრობას პრემიერმინისტრი,გილანძღავენ პრემიერს და შენ გიხარია,ხოდა წარმატება რანაირად? როცა ზელენსკი იძახის,რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ქართველ ხალხს ე.ი. არჩევნების გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს,ხოლო ქართველ ხალხს უუნაროდ მიიჩნევს,რამეთუ არჩევნები გაუყალბეს და ვერაფერს ვერ შვება.ამ ყველაფერს გმირებად შერაცხული ახალგაზრდობა ტაშით შეხვდა,ხოდა აბა გამარჯვება რანაირად? ყველა ჩამოთვლილი არის მონური მენტალიტეტი და ფსიქოლოგია,ხოდა ფეხბურთელები აქედან არ მიდიან და თამაშობენ ნაკრებში,ხოდა რანაირად მოიგებენ რამეს ან წარმატებას რანაირად მიაღწევენ? კოლექტიურ ფსიქოლოგიას და გამოცდილებას დიდი ძალა აქვს. აგერ ლივერპულა 3-0 დაუქაჩა ბარსას,ხოდა რატომ მოხდა ეს? იმიტო რო მათ აქვთ კოლექტიური გამოცდილება. იგივეს სიტი ან პსჟ ვერ გაგიკეთებს,რადგან მათ გამოცდილება არ აქვთ ჯერ. ამიტომ ესეც საჭიროა,გამოცდილებას დრო სჭრიდება და ეს სიტაუცია რაღაც კარგში გადაიზრდება,თუ ისევ მონური მენტალიტეტით და ჯიგრული პონტებით არ გაფუჭდა საქმე.
მენტალიტეტი
04 ივლისი 2023 06:01
1
ჩვენი ნაკრების თამაშების შეფასებაში სრულიად ვეთანხმები ელგუჯას [გუნდი ძალიან ცუდად უტევდა,ცუდად მოძრაობდა,ცუდად იხსნებოდა და ცუდად იხურებოდა],მაგრამ არ ვეთანხმები იმაში,რომ ამ გუნდს შემტევი ფეხბურთი უნდა ეთამაშა___ასეთ შემთხვევაში ჩვენს კარში ბურთების თვლას ვერ აუვიდოდით.გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა დაეცვა თავისი კარი ,მახსიმალურად იკეტებოდა თავის საჯარიმოში და მიუხედავად ამისა მოწინააღმდეგე ახერხებდა დასარტყმელ პოზიციებზე გასვლას და უამრავი სახიფათო მომენტის შექმნას .ადვილი წარმოსადგენია გახსნის შემთხვევაში რა მოგველოდა.ახალგაზრდულის მწვრთნელი გუნდს შემტევ ფეხბურთს ვერ ასწავლის .შეტევა მოითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებას,უპირველეს ყოვლისა[სხვა კომპონენტებთან ერთად],რაზედაც მწვრთნელები ბავშვის სკოლაში მიღების პირველი დღიდანვე უნდა მუშობდეს.როდესაც ჩვენი გუნდების ევროპელებთან დაპირისპირებას ვუყურებ ,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე თითქოს მეათე კლასელები მეხუთე კლასელებს ეჯიბრებოდნენ ,ისეთი განსხვავებაა ათლეტიზმში.სავალალოა ძალიან ის რომ მხოლოდ თავდადება და ბრძოლა გვაქვს ჩვენი ახალგაზრდობის დადებითად დასახასიათებლად ,რაც ჩემი აზრით სალაპარაკოც არ უნდა იყოს რამეთუ შენი ხალხი , შენი ქვეყანა,შენი სამშობლო დგას უკან .საჭიროა თანმდევად მაღალი კლასი რაც მოაქვს სწორ მიდგომებსა და სწორ აღზრდას .ბოლო-ბოლო საჭიროა სწორი პოლიტიკა ყველა მიმართულებით ერთდროულად რამეთუ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ცალკეული შემთხვევითი გამონათებები მალევე ჩაქრობისთვისაა განწირული .
სჩინო
04 ივლისი 2023 11:44
1
კვარას და მიქაუტაძეს 3 წლიანი მოკვეთა ნაკრებიდან! სანიოლის დთხოვნა, კობიაშბილი უნდა გადადგეს! ხალხმა უნდა მოვთხოვოთ საპროტესტო აქციებით!
გიორგი
04 ივლისი 2023 07:27
5
ფედერაციაში ვინმე ავტორიტეტმა რატომ არ სთხოვა კვარას შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება
თენგო
03 ივლისი 2023 17:31
13
ნებისმიერ ავტორიტეტს კარგად ესმოდა,რომ არ შეიძლებოდა და იმიტიმ!
სოსო
04 ივლისი 2023 01:05
2
ობიექტურობა კარგი თვისებაა!!!!მარტო კვარაცხელიასგან რომ ითხოვთ თავდადებას სხვებს რატომ არ აკრიტიკებთ??ნორვეგიასთან ბათუმში ნაკლებად გვინდოდა მოგება?ხოჭოლავამ კლუბის გამო ტრავმა მოიმიზეზა და ნაკრებზე უარი თქვა!!!!მას მერე კლუბში ოთხი თამაში ჩაატარა.ბასილაშვილმა დევისის თასზე უარი თქვა და ნაკრებს არ დაეხმარა,ის თამაშები წავაგეთ და ქვედა ლიგაში დავრჩით!!!!ამ ფაქტებს რატომ არ იხსენებთ??მარტო კვარაცხელიამ უნდა ათრიოს ყველგან საქართველო?!და სხვა სპორტსმენებს არაფერი მოსთხოვოთ??ვერ ვიტან უსამართლობას!!!!!
**
03 ივლისი 2023 16:04
3
ბავშვთა ფეხბურთია მისახედი, ფასი ათჯერ მაინც უნდა გაზარდონ, თუ ეხლა 100 ლარს იხდით ბავშვზე, ათასი ლარი, ან სულაც სამი ათასი უნდა გახდეს და რატომ ეხლავე ავხსნი.
მშობელი ბავშვზე სამი ათას ლარს რომ გადაიხდის თვეში, შვილიც შეწუხდება, ამხელა ფულს იხდის მამაჩემი და გულით მაინც ვირბენო, მოტივაცია მიეცემა, სამი ატას ლარის ნაცვლად ხუთი ათასისას ირბენს იქნებ ესე მაინც შევეშველო მამაჩემსო და ჩვენი ფეხბურთი აყვავ ყვავდება,
კ ო მ ბ ლ ე
03 ივლისი 2023 16:03
14
3 ათასი ცოტაა, სახლი ჩაადებინე - უფრო მოტივირებული ირბენს ))

ნეტა ბევრი გეგულება ისეთი ოჯახი, ვინც მარტო ფეხბურთისთვის თვეში 3კ'ს გამოუყოფს ბავშვს ?
- (ალბათ ფულიანების შვილს ნახავ ვიღაცას მარა უნიჭოს )))))
nk
03 ივლისი 2023 17:22
0
შე მართლა კომბლე, ათასებს და სამიათასებს რო იხდიან ისეთი ხალხის შვილებით დაკომპლეკტებული ნაკრებები და გუნდებია მერე, მეცხვარეებთან და მეჯინიბეებთან რომ აგებენ თამაშებს ფეხბურთში, კალათბურთში, წყალბურთში და საერთოდ ყველაფერში, ხოლო ნამდვილი ჩემპიონები, ღარიბებიდან და საშუალო ფენიდან წამოსული გმირები არიან, ჩამოგითვალო?
მაცი ხვიტია
03 ივლისი 2023 18:25
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული