U21. ოდიშარიას საგოლე პასები - საქართველომ მოლდოვასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა 3:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე ნათელი გახდა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ოდიშარიას ჩაწოდებულ ბურთს გ. მამაგეიშვილმა თავით შმალენიას კარში მიუჩინა ადგილი. სვანაძის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელეს, თუმცა მათმა იერიშებმა სიმწვავე დაკარგა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა და მომენტი ისევ ოდიშარიამ შექმნა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისას მეკარემ და მცველმა ხიფათის განმუხტვა ვერ შეძლეს, რითაც კვერნაძემ ისარგებლა. მერე შეცვლაზე შესულმა აბუაშვილმა რეალური
შანსი ვერ გამოიყენა, თუმცა მან მალე მაინც გაიტანა და რა თქმა უნდა, ოდიშარიას პასით. აბუაშვილს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი შმალენიამ მოიგერია.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა და 9 სექტემბერს ვენლოში ლიდერ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 გ. მამაგეიშვილი (14), 2:0 კვერნაძე (49), 3:0 აბუაშვილი (72)

საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 57), გაგნიძე (ოსიყმაშვილი 77), გ. მამაგეიშვილი (იეგოიანი 77), ოდიშარია (რუხაძე 84), გორდეზიანი (აბუაშვილი 57), კვერნაძე

altსაქართველო V მოლდოვა - ახალგაზრდულის მატჩისწინა ვარჯიში ბათუმში

მკითხველის კომენტარები / 10 /
წამოიყვანეთ სვანაძე პირველ გუნდში თან ეგეთი ორივე ფეხით თან მარჯვენა ფლანგზე ეგეთი ძლიერი არც ზურიკო არის და არც წიტა ასე რომ ოდიშარია პირველ გუნდში ასევე გაგნიძეც და საზონოვიც ასევე ნელ-ნელა ნაკრებს მისაჩვევია ( გოგლიჩიძე კიდე კარგი რომ უკვე პირველშია) კვერნაძე ლომინაძე ხვადაგიანი და ზურაბიანი ….დანარჩენებს კი დრო გვიჩვენებს ….ფაქტი ჯიუტია და არის ასეთი რომ სვანაძეს გუნდი ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს არ დაგავიწყდეთ როგორი ჯგუფიდან გავიდა ევროზე ( მიდი ნახეთ აბა იმ ნაკრებების ფეხბურთელები ნეტუ 60მილნევეში 59,9 მილ რამდენიმე კიდევ 15-20 მილიონი ოპენდა43 მილ დე კეტელარე 22 მილ და უმრავი ბელგიელი იმ ნაკრებში 10-15 მილ ღირს ახლა ასევე ვან დე ვენი40 მილ გრავენბეხი 40 მილ ზირკზეე 42 მილ ბრობბი 33მილ მატსენი 44 და რამდენიმე კიდევ 15-20 მილ ასე რომ არაფრით ნაკკები არ არის სვანაძე ვილიკოზე ნაკლები …ოკ ისტორია დაწერა თუ გაიმეორა ახალ ციკლში ყისმათი ხომ მაგარი რაც გამოჩნდება ხვალ დახ10-ში და ვაი თუ ვერა (ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო) მაშინ დახუროს ეს ციკლი და ახალ წლიდან არ გვჭირდება სადმე ახალი მწვრთნელის ძებნა და იმის ლოდინი სანამ ის ისწავლის მწვრთნელობას ( არა კლოპს თუ ჩამოიყვანეენ ჩავიგდებ ბატონო ენას) სანამ შეისწავლის ბიჭებს და გარემოს რიმწლიღაც ციკლა დაიკარგება და აჰაა აგერ არია მზა მწვრთნელი დრევანდელი ნაკრების 60% და ხვალინდელის 100% მისა გაზრდილია …ასე რომ სვანაძე ნაკრებში მითუმეტეს იყო ორ ევროზე ( შტაბში ხომ იყო პირველში) მართალია ახლა გაასამებს და ახალგაზრდულს ისევ გაიყვანს ევროზე მაგრაამ ახალი წლიდან პირველი გაიყვანოს მსოფლიოზე უკეთესია ყველასთვის ოღონდ კარგი წილისყრა დაჯდეს და …ხოლო სანიოლს მადლობა და თხოვნა რომ ბ ლიგაში არამარტო ადგილი შეინარჩუნოს ( რაც პროგრამა მინიმუმია) ალბანეთს უნდა გადავასწროთ ყველა ვარიანტში ძლიერი გუნდია ვიცით მაგრაამ უნდა გადავასწროთ !!! ხოლო უკრაინას ან ჩეხეთსაც თუ კი მეორე ადგილიც იძლევა შანსს პლეიოფში გასვლისას …პ.ს. სვანაძე უკეთეს ფეხბურთს თამაშოობს …)))
მდაა
03:30 07-09-2024
0
ამ გუნდს მარტო კარგი გამტანი ფორვარდი აკლია, გაგნიძე მომეწონა ერთი პერიოდი რეგრესი ქონდა... ოდიშარია გაზრდილია პროგრესირებს თუ ასე განაგრძო მალე სანიოლიც გამოიძახებს, საერთო ჯამში კარგი იმედისმომცემი გუნდია, ერთი ეგ არის კვერნაძის კიდევ უფრო გახსნას ველოდები და აბუაშვილის კიდევ...
Givi
13:02 06-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული