ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის მეშვიდე ტურში "შევარდენი" "ვიტ ჯორჯიასთან" 1:3 დამარცხდა.

გოლების ავტორები ვიტელთა მხრიდან პაატა ღუდუშაური, ირაკლი კამლაძე და შოთა დავლაშელიძე გახდნენ.

მასპინძლებმა კი პრესტიჟის ბურთი მე-80 წუთზე დავით ოდიკაძის პენალტით გაიტანეს.

ამ მოგებით ფარმაცევტებმა 15 ქულა დააგროვეს და ერთპიროვნულად გალიდერდნენ. "შევარდენი" კი 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

ტენიკური ცენტრი ბასა - თბილისი
შევარდენი - ვიტ ჯორჯია 1:3
გოლები: პაატა ღუდუშაური (34), ირაკლი კამლაძე (37), შოთა დავლაშელიძე (40), დავით ოდიკაძე (80 პენ).
გაძევება:
გიორგი ნადირაძე (45+1), პაატა ღუდუშაური (45+1).

შევარდენი (4-2-3-1): გიორგი ნადირაძე, დავით მთივლიშვილი(დავით ოდიკაძე 46), სილას სატურინიო(ლაშა ომანიძე 65), ომარ პატარკაციშვილი, ვაჟა ნემსაძე, ფარიდ ნაბიევი(გიორგი სომხიშვილი 46), ზვიად ქანთარია, ბიჭიკო გედენიძე, გიორგი ჩიკვაიძე, შოთა ჯიქია, ვარლამ კილასონია.

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

ვიტ ჯორჯია (3-1-4-2): ჯონი შეროზია, ოთარ მუხულიშვილი, ირაკლი კამლაძე, გიორგი გეთიაშვილი, პაატა ღუდუშაური, ნოდარ კიკნაველიძე, გიორგი ვასაძე(გიორგი ვაზაგიშვილი 59), შალვა ექვთიმიშვილი(გიორგი ვეკუა 80), რევაზ ჩიტეიშვილი, ბექა კაკუშაზე(ცოტნე მოსიაშვილი 61), შოთა დავლაშელიძე.

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0