დღეს, 20 დეკემბერს საქართველო ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-აუტის ორი საპასუხო შეხვედრა გაიმართა.
მარტვილში, ადგილობრივმა "მერანმა" "გორის" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, შესაბამისად მეგრელებმა ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში "გორის" ორი ფეხბურთელი გააძევეს, გორელთა კარშივე დაინიშნა 11-მეტრიანი დარტყმა. ხოლო გორელთა ნახევარმცველმა გიორგი ალიმბარაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი მარტვილელთა კარში.
მარტვილი, მურთაზ ხურცილავა
მერანი - გორი 3:1
1:0 საღრიშვილი (40), 2:0 ფაცაცია (47), 2:1 ალიმბარაშვილი (73), 3:1 წოწონავა (85,
პენ)
წითელი ბარათი: გულუაშვილი (32), ალიმბარაშვილი (77)
მეორე შეხვედრაში ფოთის "კოლხეთმა" "ვიტ ჯორჯიას" ფოთის ტექნიკური ცენტრის მოედანზე უმასპინძლა. პირველი შეხვედრა "ვიტელებმა" მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მეორე მატჩიც იგივე სხვაობით დასრულდა, ამჯერად ფოთელთა სასარგებლოდ. 68-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი ლაშა გვალიამ პენალტით გაიტანა. იქამდე კი, 56-ე წუთზე სტუმართა მცველი თემურ ბექაური გააძევეს მოედნიდან.
68-ე წუთიდან მოყოლებული, შეხვედრის, როგორც ძირითადი დრო, ისე დამატებითი ტაიმები გატანილი გოლების გარეშე გაგრძელდა საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა. გვალიამ მეორედ ვეღარ გაიტანა, დავით მეგრელიშვილსაც მეკარემ აუღო, "ვიტ ჯორჯიას" მოთამაშეებმა მხოლოდ 1 პენალტი გააფუჭეს და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნეს.
ფოთი, ტექნიკური ცენტრი
კოლხეთი - ვიტ ჯორჯია 1:0, პენ: 3:4
1:0 ლაშა გვალია (68, პენ)
პენალტების სერია: 0:0 გვალია (კარს ააცილა), 0:0 ნემსაძე (მეკარე), 0:0 მეგრელიშვილი (მეკარე), 0:1 ზარიძე, 1:1 მუმლაძე, 1:2 ბარაბაძე, 2:2 კირკიტაძე, 2:3 მოლაშვილი, 3:3 კაშია, 3:4 მუსელიანი