ეროვნული ლიგა. XXII ტური: "დილა" კვლავ აგებს, "საბურთალო" ისევ არ უშვებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გახსნით მატჩში "საბურთალომ" "დილა" გორში ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა, რომელშიც გოლები ხარაიშვილმა და ბიძინაშვილმა გაიტანეს, "საბურთალოსთვის" ზედიზედ მე-2 მოგება გამოდგა, რაც მიმდინარე გათამაშებაში მეორედ მოხდა. საინტერესოა, რომ პირველ შემთხვევაშიც, თბილისელებმა "დილასთან" მოგება "ლოკომოტივთან" 3 ქულის აღებას მოაყოლეს. ასევე აღსანიშნავია, რომ "საბურთალო" უკვე 3 თამაშია კარს მშრალად ინახავს, ასეთი რამ კი 2016 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა.

დილას პირიქით, ცუდი პერიოდი უდგას. გორელებმა ქვეყნის ჩემპიონატის ზედიზედ 5 თამაში წააგეს, რაც მათ 2012 წლის შემდეგ პირველად დაემართათ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრას: სტუმრად მოთამაშე გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო, მასპინძლის სტატუსის მქონე გუნდს კი გოლი უკვე 4 თამაშია ვერ გააქვს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გორს რაც ემართება თავის თავს დააბრალოს. იყო ეგ კაცი ზუგდიდშიც და ქუთაისშიც და მთელმა საქართველომ იცის ვინც არის.ეგ არც ქართველია არც კაცი და არც ტრენერი. ხო და მასეც მისდით საქმე. დარასელია მოაშორეთ თავისი ებრაელებით ჯერ სანამ კიდევ ადრეა!!!
Dragonfly
23:15 11-08-2017
0
იმთავითვე ბევრი მტერი ჰყავს "დილას" , შინ თუ გარეთ.
gori 2
21:49 11-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული