საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიის" მაისურს ახალი სეზონიდან 28 წლის ნახევარმცველი - გიორგი ვასაძე მოირგებს. მან პროფესიული საფეხბურთო კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო. ამ გუნდის მაისურით მას ჯამში 137 მატჩი აქვს გამართული. "ვეტერინართა" სასარგებლოდ მას კარიერაში 7 ბურთი აქვს გატანილი, აქედან სამი გოლი - ბოლნისის "სიონის", ზუგდიდის "ბაიასა" და გორის "დილას" კარში გამარჯვების მომტანი გამოდგა.
"ვიტ ჯორჯიასთან" ერთად გიორგი ვასაძემ 2009/10 წლების სეზონში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სუპერთასი მოიგო.
გიორგი ვასაძე "ვიტ ჯორჯიაში" 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გიორგი ვასაძე კარიერის მანძილზე
უმაღლესი ლიგის გუნდებში - რუსთავის "მეტალურგში", "ზესტაფონსა" და "სიონში" ასპარეზობდა. უკანასკნელი სეზონი მან ეროვნულ ლიგაში აღზევებული "რუსთავის" მაისურით ითამაშა. მან გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა - მონაწილეობა მიიღო 33 თამაშში და 3 გოლი გაიტანა.
ამრიგად, ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების დაწყებამდე "ვიტ ჯორჯიამ" შემდეგი მოთამაშეები დაიმატა: გიორგი გეთიაშვილი (მცველი), ნოდარ კიკნაველიძე (მცველი), ლაშა ნიკოლეიშვილი (მცველი), ცოტნე მოსიაშვილი (ნახევარმცველი), გიორგი ვასაძე (ნახევარმცველი), თორნიკე მუზაშვილი (თავდამსხმელი).
მომზადებულია witgeorgia.ge-ს მიხედვით