ეროვნული ლიგა. VII ტური: მეკარე რევიშვილმა 90+5-ე წუთზე "დილას" გოლი გაუტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში "დილასა" და "რუსთავის" მატჩი 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ალვინ ფორტისმა გახსნა. ის ერთობ აქტიური გახლდათ და მე-60 წუთზე მეკარე ნუკრი რევიშვილმა არ დაანება გოლის გატანა. მე-80 წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ნოდარ ქავთარაძემ ლეანდრო რიბეიროს მიერ გადაცემული ბურთი კოხტად მიიღო და - 2:0. ცოტა ხანში ის პირისპირ გავიდა რევიშვილთან, მაგრამ ამჯერად შანსი ვერ გამოიყენა.

გოლის გატანის შესაძლებლობა სტუმრებსაც ჰქონდათ, მაგრამ მაქაცარიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ხარიხას გაარტყა ბურთი. თუმცა, მაქაცარიამ მაინც მოახერხა 90-ე წუთზე ანგარიშის მინუმამდე
შემცირება, ხოლო 90+5-ე წუთზე რუსთაველებმა კუთხურიც ჩაწოდების უფლება მოიპოვეს და გოლკიპერმა რევიშვილმა თავურით თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა - რუსთავი 2:2
გოლები: 1:0 ალვინ ფორტისი (10), 2:0 ნოდარ ქავთარაძე (80), 2:1 თამაზ მაქაცარია (90), 2:2 ნუკრი რევიშვილი (90+5)

დილა (4-2-3-1): გიორგი ბეგაშვილი, გოდერძი მაჩაიძე, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე (ამოს ნონდი 28), დავით რაჟამაშვილი, გიორგი ფანცულაია (ნოდარ ქავთარაძე 55), მიკოლა კოვტალიუკი, ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო (, ანზორ სუხიაშვილი, ალვინ ფორტისი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

რუსთავი (4-2-3-1): ნუკრი რევიშვილი (კ), ლევან გეგეჭკორი, გიორგი პაპავა, მათე ცინცაძე (ოთარ მარცვალაძე 82), ბექა მიქელთაძე, ბექა ქავთარაძე (თამაზ მაქაცარია 61), დავით კვირკველია, ტარას ცირიკაევი, ალბერტ ცხოვრებოვი, გიორგი გაბულოვი, ზაზა ციცქიშვილი (ბათრაზ ხარარცევი 73)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი
მკითხველის კომენტარები / 3 /
moashoret daraselia azrze araaqq da rajamashvili pasi veergaaketaa wesieri da tamashi kidev msajis sastvenamdea pirvel golzee coxali kedeli adgilze darcha daalbat kidev didxans idgebodnen roar gasuliyo goli
gio gori
22:35 21-04-2018
0
შემადგენლობებიდან არ ჩანს რომელია დილა და რომელი რუსთავი.
დილა თავის თაბს ეთამაშა?
ოეე
22:18 21-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული