გორის "დილა": მატჩის კომენტატორმა მიკოლა კოვტალიუკს იმიჯი შეულახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილამ" ოფიციალურ Facebook-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "დილა"-"დინამოს" მატჩის კომენტატორის მიერ მათი გუნდის ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი დისკრედიტირებულ იქნა.

"სკ გორის "დილა" მიიჩნევს, რომ "დილა"-"დინამო" მატჩის კომენტატორის მიერ იქნა დისკრედიტირებული გორის "დილას" ფეხბურთელი მიკოლა კოვტალიუკი და შელახულ იქნა ფეხბურთელის იმიჯი.

მისი ფრაზა ფეხბურთელის მიმართ - "ვერ შეაგნებინა მარტივი ჭეშმარიტება", იმის გათვალისწინებით, რომ თავადვე აღნიშნა, რომ ვერ დაინახა ეპიზოდი კარგად, - არის შეურაცხმყოფელი...

იმედს ვიტოვებთ, რომ შემდგომში მსგავსი განცხადებებისგან, მატჩის ტრანსლაციის მიმართ დიდი ინტერესიდან და მრავალრიცხოვანი აუდიტორიიდან გამომდინარე, თავს შეიკავებენ
კომენტატორები და მიუკერძოებლად წაიყვანენ პირდაპირ რეპორტაჟს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეხვედრას კომენტატორი ირაკლი იმედაძე უძღვებოდა.

▶ ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
Komentatoris garda yvelaferia, saidan miyavt es robotebi
dato
15 დეკემბერი 2020 08:18
0
მოვითხოვ, გორის "დილამ" ოფიციალურად უკან წაიღოს თავიანთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შეურაცმყოფელი განცხადება და ბოდიში მოუხადოს როგორც მატჩის კომენტატორს - ირაკი იმედაძეს, ასევე "დინამოს"ფანებსაც.
როგორც ხედავთ, არც ისე ბნელა, როგორც გგონიათ!
მოვუწოდებ "დილას" ადმინისტრაციას,შემდგომში თავი შეიკავონ ასეთი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებისაგან!!!
givi.
21 დეკემბერი 2018 01:57
3
ადმინისტრაციას მივმართავ! რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარებს? ეს მაინც დაბეჭდეთ! ახლა კი ამ ნაჯღაბნის ავტორს მივმართავ: ვისი ფანები არიან კომენტატორები რა მნიშვნელობა აქვს ამ საქმესთან? (ჯერ ერთი იყვნენ რა? რას ცვლის ეგ?) მერე მეორე:კოვტალიუკი მართალი იყოო? რო შეეჯახა ამ ბავშვს და ატკინა, უნდა შეწუხდეს მაინც, გინდაც საფეხბურთო წესებით არ იყოს დამნაშავე, რადგან ეს ადამიანურია, რასაც შენ და შენისთანა ვიწრო კუთხური მოაზროვნე ვერ მიხვდება, კოვტალიუკს რაღაც "ნეხვატკა " მოჰყვება დინამოდან და ერთგვარი სიამოვნებაც კი მიიღო ამ არაკაცური საქციელიდან, ამას ვინც ვერ ხედავს ბრმაა, ან ის რასაც აქ ვერ დავწერ
gela gloveli
04 მაისი 2018 11:38
4
ბავშვს ატკინა?? :)) თუ ბავშვია, ითამაშოს ბავშვებში მაშინ.
კაცი
06 მაისი 2018 00:01
2
საქართველოს არა ჰყავს პროფესიონალი კომენტატორები,ესენი სპორტული ჭორიკნები არიან და ეთერში ჭორაობენ.
სტატუს ქუო
04 მაისი 2018 11:36
2
მე როგორც შევხედე მომენტს,კოვტალიუკი პირველად შეიძლება შემთხვევით შეეჯახა,მეკარეს,მაგრამ მაშინაც მორიდება მართებდა,შემდეგ კი მუხლით დარტყმა გაიმეორა და ეს შემთხვევითობა ნამდვილად აღარ იყო.
სოსო
03 მაისი 2018 20:31
8
ვინც დისლაიქი დამირტყა,გამეორებას შეხედოს კარგად და დასკვნა ისე გამოიტანოს
სოსო
04 მაისი 2018 13:13
1
კომენტატორი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ესენი უფრო დინამოს ფანები არიან
75
03 მაისი 2018 17:24
7
რასაც ფიქრობს კომენტატორი იმას ამბობს. არა ბიჭო რობოტივით იქნება. არ მომინდომეს ცენზურის დაწესება.
haha
03 მაისი 2018 16:56
33
რა, არ აქვს უფლება კომენტატორს კაცური და ქურდულთან მიახლოებული რო იბაზროს ?! DDDD
korben dallas
03 მაისი 2018 16:18
5
კომენტატორმა შეიძლება ვერ დაინახა,მაგრამ თქვენ შეჯახების მომენტი დადეთ და დაინახავთ როგორ იხულიგნა კოვტალიუკმა,ცდილობდა რა მეკარისთვის ხელში დაფიქსირებული ბურთი გაეგდებინებინა.მან ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა და მსაჯი ვალდებული იყო ზომები მიეღო და არეულობაც არ მოხდებოდა.საბურთალო წინ!
paata
03 მაისი 2018 15:34
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული