დღეს ტურის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება - თბილისის "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "რუსთავს" უმასპინძლებს. შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
დისკვალიფიკაციის გამო "რუსთავს" ორი მოთამაშე - მამუკა კობახიძე და ოთარ მარცვალაძე დააკლდებიან. გარდა ამისა, გუნდი 4-მა ოსმა ფეხბურთელმა დატოვა: ტარას ცარიკაევმა, ბათრაზ ხადარცევმა, გეორგი გაბულოვმა და ალბერტ ცხოვრებოვმა.
პირველ წრეში "საბურთალომ" "რუსთავი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მაშინ გოლები დიმიტრი ტატანაშვილმა და ვაგნეს გონსალვეშმა გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ "რუსთავს" 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია
ზედიზედ 3 მოგების შემდეგ "საბურთალო" გორის "დილასთან" ანგარიშით 1:4 დამარცხდა, თუმცა ამას თბილისელთა სატურნირო მდგომარეობაზე არ უმოქმედია და ისინი კვლავ ლიდერობენ ეროვნულ ლიგას.
სხვა მატჩები:
25 მაისი
სიონი-დილა 17:00 (მესხი 2)
ტორპედო-დინამო (რამაზ შენგელია)
26 მაისი
ჩიხურა-ლოკომოტივი 17:00 (ცენტრალური)
კოლხეთი-სამტრედია 19:30 (დავით აბაშიძე)