კახა კაჭარავა თბილისის "დინამოდან" წავიდა

AutoSharing Option
კახა კაჭარავამ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ეს გადაწყვეტილება ქართველმა სპეციალისტმა საქართველოს თასის ნახევარფინალში "გაგრასთან" მარცხის (0:1) შემდეგ მიიღო.

52 წლის მწვრთნელი თბილისურ გრანდში 2017 წელს დაინიშნა. ის "დინამოსთან" ერთად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, მისი ხელმძღვანელობით კი გუნდი მიმდინარე სეზონში მეორე პოზიციას იკავებს და ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს.

კახა კაჭარავას შესაძლო შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

altკახა კაჭარავა: გოლის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ და...

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაჭარავას რაც შეეძლო აკეთებდა, აქ პრობლემა სხვა რაღაცაშია, ასე იქნება მანამდე სანამ გუნდის მფლობელი არ შეიცვლება, ან სრულიად ახალი მიდგომა უნდა დამკვიდრდეს გუნდის განვითარებისთვის
ალეკო
14:55 10-11-2018
1
კაჭარავა კი არა ფიფია სანამ არ წავა იქამდე არაფერი ეშველება დინამოს.
ბასკეტი
17:41 08-11-2018
4

სიახლეები პოპულარული