ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "საბურთალომ" "დინამო" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში "საბურთალომ" "დინამო" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა: რუხაიამ პირით ხაზთან მიასწრო ბურთს, ზივზივაძეს უპასა და მან კუპატაძის კარი დალაშქრა. შემდეგ "საბურთალოს" შეეძლო საპასუხო გოლის გატანა, მაგრამ რეხვიაშვილის დარტყმული თავური სიკაჩმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია. თუმცა, ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მალე გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც ვაგნერ გონსალვეში საჯარიმოში ლოჩოშვილმა წააქცია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.

მასპინძლებმა შეტევები გააძლიერეს, ჯერ გოშთელიანმა ოდნავ ააცდინა მიზანს, შემდეგ კი გონსალვეშმა მეურვეების მორიგი შეცდომა გამოიყენა და თავისი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმში "დინამომ"
არაერთი იერიში მიიტანა კუპატაძის კარზე, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია და "საბურთალო" ჩემპიონი გახდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო 2:1
გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (14), 1:1 გიორგი კოხრეიძე (20, პენ), 2:1 ვაგნერ გონსალვეში (24)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში (ელვინ ტერა 55), გიორგი დიასამიძე (ნოდარ იაშვილი 73), გურამ გოშთელიანი (დავით ვოლკოვი 78), გიორგი კოხრეიძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო (3-4-3): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია (მიხეილ ერგემლიძე 88), ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი (ლევან ხარაბაძე 46), დავით კობოური, ბაქარ ქარდავა (გიორგი ზარია 78), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
საბურთალოს ყოჩაღ, მიხარია, მაგრამ დინამოს ამ დღეში ყოფნა გულს უკლავს გულშემატკივარს, ძნელი საყურებელია?
levani
20:10 27-11-2018
0
ბიძო და შოთი დინამოში...:)
zviads
12:18 27-11-2018
0

სიახლეები პოპულარული