პრემიები და საპრიზოები - რამდენი გამოიმუშავეს 2018 წელს კლუბებმა საქართველოში

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ისა საქართველოს თასზე მონაწილე კლუბების 2018 წლის გამომუშავებული თანხების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ფონდმა კლუბების მიერ სეზონის განმავლობაში გამომუშავებული საპრემიო და საპრიზო თანხები დაასახელა.

სანამ თანხებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გამარჯვებული თბილისის "საბურთალო" გახდა, ეროვნული ლიგა 2 კი ბათუმის "დინამომ" მოიგო და მომდევნო სეზონში ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს.

საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" გახდა, რომელმაც ფინალში "გაგრა" პენალტების სერიაში დაამარცხა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული კლუბში განხორციელებული სტიმულირებისა
და საბაზისო თანხები. სტიმულების თანხა ნიშნავს, რომ კლუბის მიერ განხორციელებული ინვესტიციისთვის ფონდი კლუბს დამატებით თანხას ურიცხავს.

მაშ ასე, ახალმა ჩემპიონმა, საერთო ჯამში, ყველაზე მეტი, 825 500 ლარი გამოიმუშავა. ჩემპიონატში საბურთალოელებმა ასევე ყველაზე მეტი, 525 000 ლარი გამოიმუშავეს, ხოლო ლიგის მოგებისთვის საპრიზო 300 000 ლარი მიიღეს.

მეორე ადგილზე ქუთასის "ტორპედოა", რომელმაც მესამე ადგილზე გასვლისთვის 100 000 ლარი მიიღო, ხოლო თასის მოგებისთვის - 100 000 ლარი და სუპერთასის მოგებისთვის 50 000 ლარი მიიღო. ამას დამატებული ჩემპიონატში გამომუშავებული 458 500 ლარი და საერთო ჯამში, "ტორპედომ" 708 500 ლარი გამოიმუშავა.

მესამე ადგილზე გამომუშავებული თანხით თბილისის "დინამო" გავიდა, რომელმაც ჯამში 689 000 ლარი მიიღო. აქედან 200 000 ლარი მეორე ადგილზე გასვლისთვის, ხოლო 30 000 ლარი - თასზე მონაწილეობისთვის.

ეროვნული ლიგის ათეული ასე გამოიყურება:

  1. საბურთალო - 825 500 ლარი
  2. ტორპედო - 708 500
  3. დინამო (თბ) - 689 000
  4. ჩიხურა - 435 500
  5. დილა - 428 000
  6. ლოკომოტივი - 292 000
  7. რუსთავი - 254 500
  8. სიონი - 205 500
  9. სამტრედია - 148 500
  10. კოლხეთი - 132 000

ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულმა ბათუმის "დინამომ" 253 100 ლარი გამოიმუშავა, რაც ეროვნული ლიგის 3 კლუბის ("სამტრედია", "სიონი" და "კოლხეთი") მაჩვენებელზე მეტია.

საერთო ჯამში, ეროვნულ ლიგაში, ეროვნული ლიგა 2-სა და თასზე მონაწილე კლუბებმა 5 956 000 ლარი გამოიმუშავეს. აქედან ეროვნული ლიგის კლუბებმა 4 119 000 ლარი გამოიმუშავეს, ხოლო ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებმა - 1 767 000 ლარი.

ცხრილში ასევე მითითებული არ არის მესამე და რეგიონლიგის კლუბების მიერ გამომუშავებული თანხები.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს პრემიალური თანხები ეროვნულ ლიგაში, წინა წელთან შედარებით, 229 500 ლარით ნაკლებია. 2017 წელს ელიტის წარმომადგენლებმა 4 348 500 ლარი გამოიმუშავეს.

ხოლო საერთო ჯამში, წინა წელთან შედარებით, 2018 წლის პრემიალურები და საპრიზოები  237 100 ლარით ნაკლებია.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ფონის მიერ გამოქვეყნებული დეტალური ცხრილი და წინა წლის დაფინანსება:

Sportall.Ge

altრაში დახარჯეს ქართულმა კლუბებმა 2017 წელს ფონდის მიერ მოცემული 33 მლნ ლარი

altვინ რამდენს იხდის? - როგორია საშუალო ხელფასი საქართველოს ჩემპიონატში

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბილეთების გაყიდვიდან რამდენი შემოუვიდათ, თითოეულს?
მე მგონი დროა კიდევ ერთი პუნქტი დაამატონ. ვისაც ბილეთების გაყიდვიდან (და არა ჩუქებიდან ან ერთ ლარად დარიგებიდან) ყველაზე მეტი შემოსავალი ექნება, მას მისცენ მილიონი ლარი პრემია.
ჰაჰა
16:14 10-12-2018
2
დინამო 200 ათასს თუ ხარჯავს ხელფასებში მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში ))) 500.000 წავიდა ,,ჯიბაში'' )))))) მერე გადმოიყვანს ისევ 16 წლის ბავშვებს, არბენინებს 500 ლარზე, მერე ისევ ჯიბეში მაყუთი)))))
Tbiliseli
16:00 10-12-2018
4

სიახლეები პოპულარული