ეროვნული ლიგის ახალი სეზონის ყველა მონაწილე ცნობილია

AutoSharing Option
15 დეკემბერს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა.

ბოლნისის "სიონმა" თამაზ სტეფანიას სახელობის სახელობის სტადიონზე "გაგრას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. 28-ე წუთზე ვილი ისიანმა გახსნა ანგარიში, ხოლო 51-ე წუთზე ლევან ხმალაძემ გაიტანა. 73-ე წუთზე კი დავით კირკიტაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პირველი მატჩი "სიონის" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა და შესაბამისად ბოლნისელებმა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო "გაგრა" კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩა.

"მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიამ" "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მე-5 წუთზე გიორგი ვაზაგაშვილი გაიტანა. მე-7 წუთზე შოთა კერძევაძემ
წითელი ბარათი მიიღო და "სამტრედია" კაცნაკლული დარჩა. მე-13 წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობა ორამდე გაზარდა. 61-ე წუთზე დავით საჯაიამ გამოიჩინა თავი და ანგარიში 3:0 გახადა. სულ რაღაც 2 წუთში კი ვაზაგაშვილმა დუბლი გაიფორმა. მატჩის მიწურულს კი სამტრედიელებმა პენალტიც ვერ გაიტანეს.

პირველი შეხვედრა გუნდებს შორის 2:2 დასრულდა, შესაბამისად ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონიდან "ვიტ ჯორჯია" ითამაშებს, ხოლო "სამტრედია" ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

აქვე გეტყვით, რომ ფოთის "კოლხეთის" მაგივრად ეროვნულ ლიგაში ადგილი ბათუმის "დინამომ" დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან შემეცოდა სამტრედია. მე ქართული ფეხბურთის შიდა სამზარეულოს კარგად არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი რატომ ყავდა ასეთი ფინანსური შეძლების გუნდს ასეთი სუსტი ტრენერი. იმ ფეხბურთელებს ვინც ძუკუს ყავდა ბორჩალოს ტრენერიც დატოვებდა უმაღლესში
klimenti
19:08 15-12-2018
7
Kargia! Regionebi iqneba wamodgenili metad!
Kika
16:07 15-12-2018
0

სიახლეები პოპულარული