"მათე ვაწაძეს "დინამოსთან" ხელშეკრულება ამოეწურა და ფორვარდმა გუნდი დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მათეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში", - წერია "დინამოს" განცხადებაში.
ვაწაძემ ეროვნულ ლიგაში "დინამოს" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით ვაწაძე კარიერას ლატვიაში მეოთხეადგილოსან "ლიეპაიაში" გააგრძელებს.