მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
30 წლის ფეხბურთელმა მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"მათე ვაწაძეს "დინამოსთან" ხელშეკრულება ამოეწურა და ფორვარდმა გუნდი დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მათეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში", - წერია "დინამოს" განცხადებაში.

ვაწაძემ ეროვნულ ლიგაში "დინამოს" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით ვაწაძე კარიერას ლატვიაში მეოთხეადგილოსან "ლიეპაიაში" გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აშკარად მეტი შეეძლო.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული