2 მეტოქე ცნობილია - "ვიტ ჯორჯია" სამზადისს 10 იანვრიდან შეუდგება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ვიტ ჯორჯია" ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშებისათვის მზადებას 10 იანვრიდან დაიწყებს.

ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები 10-11 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც საწვრთნელ-მოსამზადებელ ეტაპზე გადავლენ.

"ვეტერინარებმა" საკონტროლო მატჩებიც დაგეგმეს. 28 იანვარს გუნდი ამხანაგურ მატჩში ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ "ცხინვალს" დაუპირისპირდება. 4 თებერვალს კი ასევე ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე "გაგრას" შეხვდება. ორივე მატჩი "მცხეთა პარკზე" გაიმართება.

მომზადებულია witgeorgia.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული