სფფ თურქეთში "ცხინვალის" ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თურქეთში "ცხინვალის" ფეხბურთელების შესაძლო დაკავების შესახებ.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - "ცხინვალის" ფეხბურთელები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს", აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე." - წერია სფფ-ის განცხადებაში.

altmalatyaguncel.com: "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი ანტალიაში ქურდობაზე დააკავეს

altრას ამბობს "ცხინვალის" პრესსამსახური თურქეთში ფეხბურთელების შესაძლო დაკავების ფაქტზე

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული