3 მარტს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ვიტ ჯორჯიამ" გასვლაზე "დილა" 1:0 დაამარცხა.
მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას, გამარჯვება კი ეროვნულ ლიგაში სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა "ვეტერინარებმა" მოიპოვეს. გოლი 19 წლის თავდამსხმელმა მუსელიანმა გაიტანა, რომელმაც შენიშნა, რომ მეკარე გუგეშაშვილი კარიდან წინ იყო გამოსული და 30 მეტრიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით დალაშქრა მისი კარი.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ვიტ ჯორჯია 0:1
გოლი: ზურაბ მუსელიანი (75)
დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ამოს ნონდი (ლუკა რაზმაძე 61), ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია (ჯეიკობ ნჯოკუ 78), ლევან ნონიკაშვილი (კ) (ისიფუ ლემპტი 84), ნუგზარ სპანდერაშვილი, ფელიპე პაიმი
მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
ვიტ ჯორჯია (3-5-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, რევაზ ჩიტიშვილი, გიორგი ვასაძე, ნიკოლოზ მაისურაძე (ცოტნე მოსიაშვილი 72), კახაბერ კაკაშვილი, პაატა ღუდუშაური, ზურაბ მუსელიანი (ვანო კურდღელაშვილი 79), ზურაბ ღირდალაძე (დავით საჯაია 58)
მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი