ეროვნული ლიგა. II ტური. კაცნაკლული "ვიტ ჯორჯია" "რუსთავს" დაუზავდა - გასაძევებელი იყო თუ არა ლაცაბიძე? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურში "რუსთავისა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩი 0:0 დასრულდა.

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მათ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 43-ე წუთზე კი სწრაფი კონტრშეტევესას პოზიციადაკარგულმა ლაცაბიძემ ჩოგაძე წააქცია და მსაჯმა ხორავამ "ვეტერინართა" მცველი უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. თუმცა, იმ ეპიზოდში ჩოგაძე კარის წინ მარტო არ იყო დარჩენილი - ოდნავ მარჯვნივ მასპინძელთა ფეხბურთელი მოსიაშვილი იმყოფებოდა. საჯარიმოსთან "რუსთავის" კაპიტანი სილაგაძე მივიდა და მის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა,
აქტიურ ჩოგაძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა, "ვიტ ჯორჯიამ" მეტოქეს არაფერი არ დაუთმო, იერიშებიც მიჰქონდა მოწინააღმდეგის კარზე და გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო. მათ რიგებში საუკეთესო ფეხბურთელმა მოსიაშვილმა შეცვლაზე შესული ვასაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან შანსი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ ფრე - 0:0.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - ვიტ ჯორჯია 0:0
გაძევება: გიორგი ლაცაბიძე (43)

რუსთავი (4-3-3): გიორგი მამარდაშვილი, სოსლან ტაკულოვი, ზურაბ ჯაფიაშვილი, აკაკი ხუბუტია, პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ), თემურ ჩოგაძე, ლაშა ქოჩლაძე, ბექა ქავთარაძე, ზაზა ციცქიშვილი, ნიკოლაი ყიფიანი (ლუკა იმნაძე 61)

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

ვიტ ჯორჯია (5-3-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, რევაზ ჩიტიშვილი, ცოტნე მოსიაშვილი, ვანო კურდღელაშვილი (დავით საჯაია 46), კახაბერ კაკაშვილი, პაატა ღუდუშაური (გიორგი ვასაძე 58), ზურაბ მუსელიანი

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი მაინც იყო უკანასკნელი იმედის ჯარიმა.მეორე მცველი ხელის შეშლას,მე მგონია, ვერ მოასწრებდა.
სოსო
10:04 07-03-2019
1

სიახლეები პოპულარული