ეროვნული ლიგა. III ტური: ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამოს" 1:0 მოუგო.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ბათუმის "დინამოს" პირველი ორი მატჩი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა, ამჯერად კი ზღვისპირელებმა უკეთ იასპარეზეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

სტუმრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გადრანის თავურით გახსნეს. მასპინლები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ ბათუმელები თავს უნარიანად იცავდნენ, მოწოდების სიმაღლეზე იდგა მათი მეკარე ალავიძე და მიზანსაც მიაღწიეს.

დედაქალაქელებმა კი ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს.

16 მარტს, შემდეგ ტურში ბათუმის "დინამო" "დილას" უმასპიძლებს, ხოლო თბილისის "დინამო"  17 მარტს
"ლოკომოტივს" შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: გიორგი გადრანი (12)
გაძევება: კიჭი მელიავა (84)

დინამო (თბ) (4-4-2): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, სერხიო ნოჩე, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (ნიკა ნინუა 60), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (გიორგი ზარია 78), ლევან შენგელია (კ), ანტონიო როხანო (ლევან კუტალია 66), ფრან კარბია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (რატი ცაცკრიალაშვილი 87), გაბრიელ რამოსი, გიორგი ილურიძე (ვალერიან თევდორაძე 46), ნიკოლოზ საბანაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 72)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 21 /
ყველა ლეგიონერი რომ გადააბა, ერთი ნორმალური ფეხბურთელი არ გამოვა.პადობნი რამე არ მინახია არსად.მე მგონი ცოტა ჯანზე ვერა ხართ ბ-ნო რომან.
კახა ქირია
10 მარტი 2019 21:33
1
ფიფია ბუღალტერი ხომ არ დაგენიშნათ მთავარ მწვრთნელად,რა იცი იქნებ გაამართლოს.გული მიგრძნობს ძალიან ცუდად დაამთავრებ,შენ თბილისის "დინამო" სარატოვის "სოკოლი"ხომ არ გგონია
კახა ქირია
10 მარტი 2019 21:29
0
მართლა და მართლა რა არ დაიღალა დინამოს ხელმძღვანელობა ამდენი თავის და ხალხის მოტყუებით. სირცხვილია.
დინამო
10 მარტი 2019 20:58
0
Sanam fifia ar wava dinamos araferi eshveleba
Koba
10 მარტი 2019 20:53
1
ძალიან მოუკლეთ სიახლეების დადებას არც ოქრიზე წერთ რამეს არც დინამოს მწვრთნელზე ვიცით არაფერი ვინარი საიდან მოვიდა რაუნდა ფიფიასთან ინტერვიუ კიდე მიუწვდომელი გახდა რამოხდება ერთი ინტერვიუ როჩაწეროთ და უთხრათ ლელოსთან გაკეთებული კომენტარების მერე რო აფრიკელებს ჩამოვიყვანო ისაო ესაო და კიდე ბევრი რამე რატო არ შეასრულა და ეს 5 ლიგის ესპანელები რატო ჩამოიყვანა ნ1 საიტია ჩემთვის ლელოც და სპორტალიც მარა ამბოლოდროს ისეთს არაფერს დებთ ჩვენ რო არვიცოდეთ გულშემატკივრებმა {უმეტესწილად}
fsda
10 მარტი 2019 20:30
0
Vai sircxvilo...vai Dinamo...
Veterani Dinamoeli
10 მარტი 2019 20:29
1

სიახლეები პოპულარული