ეროვნული ლიგა. III ტური: ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამოს" 1:0 მოუგო.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ბათუმის "დინამოს" პირველი ორი მატჩი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა, ამჯერად კი ზღვისპირელებმა უკეთ იასპარეზეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

სტუმრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გადრანის თავურით გახსნეს. მასპინლები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ ბათუმელები თავს უნარიანად იცავდნენ, მოწოდების სიმაღლეზე იდგა მათი მეკარე ალავიძე და მიზანსაც მიაღწიეს.

დედაქალაქელებმა კი ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს.

16 მარტს, შემდეგ ტურში ბათუმის "დინამო" "დილას" უმასპიძლებს, ხოლო თბილისის "დინამო"  17 მარტს
"ლოკომოტივს" შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: გიორგი გადრანი (12)
გაძევება: კიჭი მელიავა (84)

დინამო (თბ) (4-4-2): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, სერხიო ნოჩე, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (ნიკა ნინუა 60), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (გიორგი ზარია 78), ლევან შენგელია (კ), ანტონიო როხანო (ლევან კუტალია 66), ფრან კარბია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (რატი ცაცკრიალაშვილი 87), გაბრიელ რამოსი, გიორგი ილურიძე (ვალერიან თევდორაძე 46), ნიკოლოზ საბანაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 72)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 21 /
ძალიან მოუკლეთ სიახლეების დადებას არც ოქრიზე წერთ რამეს არც დინამოს მწვრთნელზე ვიცით არაფერი ვინარი საიდან მოვიდა რაუნდა ფიფიასთან ინტერვიუ კიდე მიუწვდომელი გახდა რამოხდება ერთი ინტერვიუ როჩაწეროთ და უთხრათ ლელოსთან გაკეთებული კომენტარების მერე რო აფრიკელებს ჩამოვიყვანო ისაო ესაო და კიდე ბევრი რამე რატო არ შეასრულა და ეს 5 ლიგის ესპანელები რატო ჩამოიყვანა ნ1 საიტია ჩემთვის ლელოც და სპორტალიც მარა ამბოლოდროს ისეთს არაფერს დებთ ჩვენ რო არვიცოდეთ გულშემატკივრებმა {უმეტესწილად}
fsda
10 მარტი 2019 20:30
0
ფიფია არის ჩვეულებრივი ფულის მკეთებელი ამ კლუბზე. მას საფეხბურთო ინტერესი არა აქვს. გუნდი ასეთ დონეზე არასოდეს ყოფილა
ამიტომ ტყუილად გაქვთ ვინმეს რამის იმედი. ვისაც მაგის ტყუილების სჯერა, ღმერთმა გაუმარჯოს.
????
10 მარტი 2019 21:50
1
ყველა ლეგიონერი რომ გადააბა, ერთი ნორმალური ფეხბურთელი არ გამოვა.პადობნი რამე არ მინახია არსად.მე მგონი ცოტა ჯანზე ვერა ხართ ბ-ნო რომან.
კახა ქირია
10 მარტი 2019 21:33
1
მართლა და მართლა რა არ დაიღალა დინამოს ხელმძღვანელობა ამდენი თავის და ხალხის მოტყუებით. სირცხვილია.
დინამო
10 მარტი 2019 20:58
0
ფიფია ბუღალტერი ხომ არ დაგენიშნათ მთავარ მწვრთნელად,რა იცი იქნებ გაამართლოს.გული მიგრძნობს ძალიან ცუდად დაამთავრებ,შენ თბილისის "დინამო" სარატოვის "სოკოლი"ხომ არ გგონია
კახა ქირია
10 მარტი 2019 21:29
0
ვიცი ეხლა ბევრირისხვას დავიმსახურებ მაგრამ რომ არ ვთქვა არ იქნება-რა გინდათ ხალხო ფიფიასთან!? როგორი გულშემატკივრები ხართ ისეთი გუნდი შეკრიბა კაცმა,50000-იან დინამო-ზე რომ 20 კაცი მივა საგულშემატკივროდ მეტის ღირსიც არა ხართ,არ დამიწყოთ ეხლა შედეგები არაა და იმიტომო,90-იან წლებში ვარსკვლავებით დახუნძლულ დინამოს იგივე რაოდენობით ქომაგობდით მაშინ როცა ბათუმში ყვარლის დურუჯთან საქომაგოდ 6000კაცი მიდიოდა სტადიონზე
fc1923db
10 მარტი 2019 23:07
6
ეს დინამოა ჩემო კარგო, დინამო მართლა დინამო უნდა იყოს, რომ მაყურებელი მივიდეს და ნუ ადრით სხვადასხვა კუთხის გუნდებს, მაგალითად ქუთაისში სულ მცდელობა აქვთ სხვაზე უპირატესობის დამტკიცების. ეს დედაქალაქია, ნუ გიკვირთ თუ თამასა უფრო მაღლაა აწეული, ასეთია ხვედრი...
ლევანი
11 მარტი 2019 01:32
5
კი მარა რატომ არ უნდა დაგიწყოთ შედეგზე ლაპარაკი. ასეთი შეუძლებელია და უძლეველი გუნდები გამოდიან თუნდაც ევროპა ლიგაზე? ბევრი ისეთი გუნდის ჩამოთვლა შემიძლია ლუქსემბურგის, ირლანდიის, შევდეთის,აზერბაიჯანის, ყაზახეთის, კვიპროსის, ბულგარეთის,ბრლორუსის, სლოვენიის გუნდების რომელიც ზოგ შემთხვევაში საშუალო ევროპულზე დაბლა არიან, მარა სწორი მუშაობით და ნაკლები ფულით, მეტს ახერხებენ ვიდრე ფიფია. ჩვენ რა სვარკის საყურებლად ვიაროთ სატდიონზე?
Geo_Dinamo
11 მარტი 2019 00:40
2
ფიფია იმ დღის დდშვცი შენ რომ გახდი დინამოს მფლობელი. ჩვენ ვართ უთავო ხალხი თორე დიდი ხნის წინ ჩამოგაშორებდით გუნდს...
Giorgi
10 მარტი 2019 22:44
0
Sanam fifia ar wava dinamos araferi eshveleba
Koba
10 მარტი 2019 20:53
1
უკვე მომბეზრდა ამ ფიფიაზე წერა!!! აზრი არაა აქ!! დინამოს მგონი სამეულში შესვლა გაუჭირდება!!! რატომღაც ძალიან მჯეროდა რო ბათუმი მოიგებდა. შემდეგი ტური დინამო-ლოკომოტივია და აქაც მგონია რო დაიჩაგრება ძალიან დინამო! / ეს აკადემიაც აზრს კარგავს უკვე, 6 გაურკვეველი უცხოელ ფეხბურთელი იყო ძირითადში და აზრი?? დაავიწყდა ალბათ რას პირდებოდა ხალხს, 6-7 წელიწადში დინამო საკუთარი აკადემიიდან შეივსებაო, ვინც ნორმალური გამოადგა, სავარაუდოდ შემთხვევით, ისენი კი დაყიდა ჭ კლასის გუნდებში კაპიკებში და დღეს დინამოში სრული ვაგხანალიააა!!! ესეთი ფინანსური რესურსით ბათუმიც, ლოკოც, ტორპედოც , ჩიხურაც, დილაც ბევრად უკეთეს შედეგს დადებდა.../ ეს პენსიონერი ვეტერანებიც ვერაფერს ეუბნებიან , იმიტომ რომ ფიფიამ ყველა ვეტერან დინამოელს ხელფასი დაუნიშნა, საპატიო პენსია, აქდან გამომდიბარე ამ საწყალ ვეტერანებსაც ხმა აღარ ამოეღებათ, ეუხერხულებათ! აბა ისე ვერ დავიჯერებ, გუცაევს, ჩივაძეს , გაბელიას, მაჩაიძეს და კიდე ბევრს , დავიჯერო ესეთი გაფარჩაკებული დინამოს ყურება გულს არ უკლაავთ?! არადა დრო იყო დინამო ევროპულ გრადებთან ტოლ სწორად თამაშობდა და არავისთვის იყო ხელწამოსაკრავი,// მოკლედ ჩემ მბჭერმეტყველებას არანაირი აზრი რო არ აქ ეგ ვიცი, ისე უბრალოდ გამოვხატავ ჩემ გულისტკივილს!!! იმსახურებს ქართველი ხალხი მინიმუმ პორტუს, სელტიკის, აიაქსის, შახტუირის, პაოკის დონის გუნდის ყოლას...
Vasili
10 მარტი 2019 23:03
3
Vai sircxvilo...vai Dinamo...
Veterani Dinamoeli
10 მარტი 2019 20:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული