ეროვნული ლიგა. X ტური: მეკარემ საოცარი ბურთი აიღო და "სიონმა" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აპრილს ბოლნისში "სიონმა", ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ფარგლებში, ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა და სტუმრები წინ გაიყვანა. ზივზივაძე მათე ცინცაძის პასის შემდეგ, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ერთ ფეხბურთელს გასცდა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში საჯარიმოს გარედან გაიტანა.

სულ რამდენიმე წუთში ეროვნული ლიგის ჯერჯერობით საუკეთესო გოლეადორმა ჯაბა უგულავამ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში უგულავამ დავით კირკიტაძის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე მცველს მეორე სართულზე ორთაბრძოლაში აჯობა და თავით როინ კვასხვაძის კარის ბადეში გაახვია ბურთი.

შეხვედრის ბოლო
წუთებზე "სიონის" მეკარემ, ლევან ისიანმა დაახლოებით ნახევარი მეტრიდან აუღო "ტორპედოს" შემტევს და საბოლოოდ "სიონმა" 2:1 მოიგო.

ქუთაისის "ტორპედომ" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ჯაბა უგულავას ანგარიშზე ეროვნულ ლიგაში უკვე 8 გოლია.

ბოლნისი. თამაზ სტეფანია
სიონი-ტორპედო 2:1
გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (29), 1:1, 2:1 ჯაბა უგულავა (31, 65)

სიონი. 4-2-3-1: ლევან ისიანი, რომან ჩაჩუა, ლაშა უგრეხელიძე, ვაჟა ქიქავა, თორნიკე თარხნიშვილი, ჯაბა უგულავა, დათო კირკიტაძე, ზვიად სიხარულია, ვილი ისიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

ტორპედო. 4-4-2: როინ კვასხვაძე, დავით ხურცილავა, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თორნიკე კაპანაძე, ბუდუ ზივზივაძე, ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, გრიგოლ დოლიძე

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული