დაკავებულ ფეხბურთელებს ბრალს დღეს წაუყენებენ

AutoSharing Option
სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულ 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. დაკავებული სპორტსმენები თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილნი.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

alt"გურიას" პრეზიდენტი დაკავებულ ფეხბურთელებზე: არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა

altსაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

alt8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი - სუს-ი მოთამაშეების დაკავებას ადასტურებს და ვიდეოკადრებს ავრცელებს [VIDEO]~

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული