რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
8 აგვისტოს "ფეიენორდი" - თბილისის "დინამოს" მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.

უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბუხალს, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.

უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
ეს ასე იშიფრება - ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH HH-Heil Hitler . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის "დინამოს" პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.

როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 53 /
ვერ გავიგე თუ მართლა ასეა 1988-ის დაწერა ეზარებათ და მარტო 88-ს წერენ? ცოტა არ იყოს უცნაურია
Grisha
11 აგვისტო 2019 02:29
3
დინამოს რომ არ დაეკარგა სუპერ ტალანტები დავითაშვილი და კვარაცხელია უეფაზე თავისუფლად მოხვდებოდა,ვიცი ეხლა ამ წარმატებული და საუკეთესო ფეხბურთელების გამო ბევრი კლავიატურის თაგვები გულზე არიან გამსკდარი და დისლაიქებს არ დაიშურებენ ,,
იკა
10 აგვისტო 2019 18:45
2
რას გავს ეხლა უეფას საქციელი,თან პირველი თამაშის წინ გააჟღერეს ეს ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ რომ იმოქმედა ამან დინამოს ფეხბურთელებზე და მთლიანად თამაშზე
გიორგი
10 აგვისტო 2019 01:49
8
Helly Hansen-ის სამოსი (HH ლოგოთი) რომ ჩავიცვათ სტადიონზე მაგაზეც გაგვშტრაფავენ? აგვისტოს ომის ბონუსად ვინმე რუსმა ხომ არ "გვიჩივლა" უეფაში?
რეზო
10 აგვისტო 2019 18:17
6
რას წერთ და რაზე კამათობთ. რა ფაშიზმი და რა ნაციზმი საქართველოსი? სასაცილოა და სატირალიც ამის სერიოზული განხილვა რომ თითქოს ფაშიზმ-ნაციზმის პრობლემაა საქართველოში. რა ჰიტლერ-გებელსი? რა ჰესი? ვიღაც დაშტვენილმა რაღაც სადღაც გააკეთა და აუჰჰჰ თურმე მოდებულა სენი ქვეყანას.
დათო
10 აგვისტო 2019 09:06
11
ეს ერთი დროშა რა მოსატანია იმასთან შედარებით რაც ჩვენგან ჩრდილოეთით გაბატონებული ნაციის საკლუბო ფან დაჯგუფებებთან შედარებით რიცხოვნობით თუ მაშტაბურობით იქ ხდება როცა ზენიტის ცსკას თუ სპარტაკის საშინაო თამაშებზე თავი 1934-40 წლების მესამე რაიხის რომელიმე მძვინვარე აგიტატორულ მანიფესტაციაზე გეგონება თუ მაინცდამაინც ორატორული თვისებებით დაჯილდოებული გებელსი უნდა გვმოძღვრავდეს ნაცისტური იდეალების რაობის შესახებ რომ დასჯა ყველასათვის ამოქმედდეს მაგრამ რუსებს თუ უბედავენ ეს მართლაც კორუფციის უღრან ლაბირინთებში ჩაკარგული უეფას ხელმძღვანელები ამათ მხოლოდ პატარა ქვეყნებზე აქვთ სადამსჯელო ინსტრუმენტები მომართული. სამართალი არ არის ზოგადად დღევანდელ სამყაროში სამართლიანად გადანაწილებული ყველა სფეროში თორემ ფაშიზმის იდეოლოგიური სულის ჩამდგმელი და გამავრცელებელი ჰიმლერის გებელსისა თუ ჰესის პროპაგანდისტულ იდეალების ბოლომდე განხორციელება დღესაც ბევრ გაცხელებულ თავში ტრიალებს
Anj: Antey
10 აგვისტო 2019 02:24
5
ჯერ ერთი უეფა შიდა ჩემპიონატში ვერ ჩაერევა და ვერ დასჯის,მეორე უეფასა არაერთხელ დაუსჯია ეგ ჩრდილოელი ოკუპანტი უეფას ეგიდით გამართულ მქტჩებში აღმოჩენილი დარღვევებისათვის,მესამე ძალიან ბევრჯერ დასჯილან დანარჩენი ევროპის კლუბები იგივე სახის დარღვევაზე,ასე რომ ნუ დემაგოგობთ და მაღალფარდოვანი ტექსტებით ნუ ეცდებით გაამართლოთ საქციელი და შეცდომაში შეიყვანოთ ახალგაზრდა ადამიანები,იმიტომ რომ ნეო-ნაცისტური რეჟიმი და მიმართულება წარსულია და განვითარებას ვერ მოუტანს ვერც საქართველოს და ვერც დანარჩენ სამყაროს.
1
10 აგვისტო 2019 04:01
3
და რას შვებიან რას? 88 - დაწერეს? და ეს მაინცდამაინც ფაშიზმთან ასოცირდება და აქეთ ჩვენ უნდა ველოლიავოთ ამ ავადმყოფებს? ეგრე რაც არ უნდა დაწერო ან დააწერო - ყველაფერში შეუძლიათ მოგედაონ, მეც მაქვს ცნობილი ბრენდის მაისური HH და რა კავშირი მაქვს ნაცისტურ იდეოლოგიასთან? თვითონ არიან ასეთი ხალხი ფაშისტები და იდეოლოგიური მოძალადეები, შეუძლიათ თქვან, რომ ჩემი ყ... - სალამურია და ასეა? და თქვენც ეთანხმებით რა თქმა უნდა ცხვრის აღტკინებით, რადგან ევროპელმა თქვა... რუსები რას სჩადიან და სჯის მაგათ ვინმე? ერთი ადგილი არ ყოფნით და ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს?
გუგა
11 აგვისტო 2019 00:01
7
ნეტა უეფა ზგვარგადასულ კორუფციას მიხედავდეს თავის წიაღში, რამდენი მესვეური დაიჭირეს უკვე, წამყვანი გუნდები ცალკე გასვლას გეგმავენ, ღიად აცხადებენ და ფეხებსაც ვერ ჭამს თქვენი უეფა, მხოლოდ სუსტებს, ჩვენნაირებს სჯიან. რა ნაციზმი ხალხო, ესაა დრომოჭმული, კორუმპირებული და ტვინნაღრძობი ორგანიზაცია. მერე რა, რომ ევროპაა...
irakli
11 აგვისტო 2019 00:22
3
თუ ფანკლუბის პლაკატია, რომელიც დაარსების წელს მიუთითებს, დაადასტურონ და არგუმენტირებული პასუხით მიმართონ უეფას. ისე, გაჩალიჩებული თემაა, ევროპაში ოღონდ ოდნავ მინიშნება იყოს ნაციზმთან მიმართებაში, ატეხავენ ერთ ამბავს. სხვა საქმე არაა აქვთ, მიხედონ თავიანთ თავებს, სანამ დემოგრაფიულად უმცირესობაში არ აღმოჩნდნენ!
მერაბი
10 აგვისტო 2019 22:58
2
სადაური არიელია ქართველი )))
888
10 აგვისტო 2019 13:42
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული