ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: თბილისის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა, "საბურთალომაც" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
9 ნოემბერს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის 2 მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამო" "რუსთავს" ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. "დინამოდან" ნოდარ ქავთარაძე და მიხაილო შიშკა გამოირჩნენ. ამ გამარჯვების შემდეგ "დინამოს" 69 ქულა დაუგროვდა და სატურნიტო ცხრილის პირველ ადგილს დაუბრუნდა.

თბილისელები ბათუმის "დინამოს" 2 ქულით უსწრებენ.

მეორე მატჩში "საბურთალომ" "ვიტ ჯორჯიას" უპრობლემოდ ანგარიშით 3:1 სძლია. ამ მოგების შემდეგ "საბურთალოს" 64 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილ იკავებს.

ტექნიკური ცენტრი
რუსთავი-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 ნოდარ ქავთარაძე (76), 0:2 მიხაილ შიშკა (89)

რუსთავი. 3-5-2: გოგი კულუა,
ცოტნე კაპანაძე, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა ნოზაძე, გიორგი ვასაძე, ლუკა სილაგაძე, ავთანდილ გუჯაბიძე, ბექა ქავთარაძე, ლაშა ქოჩლაძე, ფუად ბაირამოვი, გეორგი ბუგულოვი

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დინამო (თბ). 4-1-4-1: ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი კუხიანიძე, გიორგი პაპავა, გიორგი ქიმაძე, ლევან კუტალია, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

მიხეილ მესხი
საბურთალო-ვიტ ჯორჯია 3:1
გოლები: 1:0 გიორგი კოხრეიძე (51), 2:0, 3:0 გიორი გაბედავა (61, 72), ზურაბ მოსელიანი (პენ. 84)

საბურთალო. 5-3-2: ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა, ანტე გი, გიორგი გულიაშვილი, იური ტაბატაძე, თორნიკე გორგიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ვიტ ჯორჯია. 5-3-2: ლევან ისერგიშვილი, დავით კიკალიშვილი, მორის ნუსუევი, ანდრო ნემსაძე, ლუკა ვარძელაშვილი, დიმიტრი ხუციანიძე, ზურაბ მუსელიანი, ლუკა თათხაშვილი, ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი, ლაშა ნანობაშვილი

მთ. მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი

მკითხველის კომენტარები / 6 /
თბილისის დინამოს არავის საგულავებელი არა სჭირს,აქეთ აგულავებს ყველას.თბილისის დინამო გუშინდელი გუნდი არ არი რო ვინმეს საგულავებელად ჰქონდეს საქმე.თბილისის დინამო საქართველოს ისტორიაა და ვერავინ და ვერავის კმენა ვერ დაჩრდილავს მას.რაც არა უნდა მოხდეს,დედამიწა რო გადატრიალდეს ვერავინ გაიმეორებს „თბილისის დინამო“-ს!!! თბილისის დინამო მარტო თბილისის არასოდეს ყოფილა და არც იქნება!თბილისის დინამო უბრალოდ სახელწოდება არ არის,ეს არი მესხი,მეტრეველი,იამანიძე,კალოევი,მაჩაიძე,ჩივაძე,გუცაევი,დარასელია,შენგელია,ჩელე,და ვინ მოსთვლის კიდევ ვინ და ყველაზე დიდი ათიანი დავით ყიფიანი!
ამიტომ ვერ ვიგებ „თბილისის დინამო“ როგორ უნდა და ვინ უნდა აგულავოს,შეუძლებელია!
„დინამო“ მე მხოლოდ ერთი ვიცი!
Jordan Beli
08:57 10-11-2019
1
თბილისის დინამოს ეხლა ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს პირველ რიგში. ისე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გადამწყვეტ მატჩებში ყველაზე სტაბილური თამაში დინამო თბილისმა აჩვენა.
ანესთეზეოლოგი
20:33 09-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული