ჩხეტიანი "ტორპედოს" ტოვებს? - ქუთაისელთა დროებითი მმართველის კომენტარი კლუბში მიმდინარე პროცესებზე

AutoSharing Option
"ტორპედოს" საგა არა და არ სრულდება, ქუთაისური გუნდის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გაურკვველია, რეალობა კი არასასურველი.

კლუბში ამჟამად მიმდინარე პროცესების გასარკვევად, Sportall.ge "ტორპედოს" დროებით მმართველ თეიმურაზ ჩეჩელაშვილს დაუკავშირდა.

- გამარჯობა ბატონო თეიმურაზ. გვითხარით თუ შერიძლება, რა ხდება "ტორპედოს" გარშემო? იყო საუბარი, რომ კვლავ ზაალ ჩაჩავასთან არის პრობლემა?
- იყო მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ ზაალ ჩაჩავას ეღიარებინა ვალი და შეთანხმებას მიეღწიათ, რადგან ისე ვერ ხერხდებოდა კლუბის გადმობარება. დღეს არის ბოლო შეხვედრა.

იტალიელები ელოდებიან, როდის გათავისუფლდება ზაალ ჩაჩავასგან კლუბი.

- რა სახის წინააღმდეგობაა
ამჯერად ზაალ ჩაჩავასგან?
- ზაალ ჩაჩავას მთლიანად ვალის აღიარება არ უნდა და ამაზე მიდის მოლაპარაკება.

საერთაშორისო იტალიური კომპანია არის დაინტერესებული, რომელიც სპორტულ ბიზენსში არ არის ჩართული. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მათი ქართული წარმომადგენლობა.

(ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რომელ კომპანიაზე იყო საუბარი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ტორპედოს" შეძენა "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგს" სურს.)

- საქართველოს თასის მფლობელი "საბურთალოს" მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია.  კულუარებში კახა ჩხეტიანზე იყო საუბარი. გუნდის მთავარი მწვრთნელი ხომ არ აპირებს "ტორპედოს" დატოვებას?
- ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, მე კახას ვესაუბრე და ჯერ არაფერი არ უთქვამს. არსებობს მეორე მხარეც, თუ იტალიელები მოვიდნენ კლუბში, მათ შეიძლება სხვა გეგმები ჰქონდეთ, ვისიც არის კლუბი - ფეხბურთელს და მთავარ მწვრთნელს ის არჩევს.

თუ წასვლა მისთვის უკეთესი იქნება, რატომაც არა? პატრიოტიზმი და სიყვარული კარგია, მაგრამ ახალგაზრდამ კაცმა საკუთარ თავსა და პიროვნულ ზრდაზე უნდა იმუშავოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამდენი ხანია ვუყურებთ სიტუაციას და ასე მგონია,ყველა მხრიდან ავანტიურისტი აფერისტები არიან ჩაფრენილნი ტორპედოს და ყველა,მხოლოდ სათავისოდ ფიქრობს.
სოსო
09 დეკემბერი 2019 11:18
3
ახლა იტალიელებს გვიყვებიან ზღაპარს.
მანამდე ხომ ფრანკფურტის აინტრახტის ზღაპარი იყო.
იცხოვრეთ ილუზიებში.
ჯერი
09 დეკემბერი 2019 10:51
2
ამ საქართველოში ხო არც სამართალია არც სასამარლო და არც არაფერი.ასეთი რამე გინახიათ სადმე ქვეყნის მეორე ქალაქი ყველაზე მეტი დასწრება სტადიონზე და ამაზე ამბობენ არ აღიარბსო ტრაგი კომედიაა რა ჩაჩავას უკან ვიღაც დგას და ეგაა იმას არ ან ვერ ეხებიან და სამი მილიონი ერთ წელში არაა ცუდი შედეგი
თემური
09 დეკემბერი 2019 13:55
3
თუ ეს ის ალიანს ჯგუფია სამშენებლო ბიზნესში,რომ არის იტალიელები კი არა ტოროლა,მაგენი კოეფიციენტის თემებში შედიან ფეხბურთში და კი არ ყიდულობენ მმართველობაში.შედიან,ფეხბურთი სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ,არ არის ჩვენი საშველი არ მიჰყიდოთ აინტრახტს არა და მერე იტირეთ წავიდა ინვესტორიო,ადმინ დაადგინეთ რომელი ალიანს ჯგუფია არ უნდა იყოს ძნელი.
გოჩა
09 დეკემბერი 2019 12:09
4
მიმდინარე წლის განმავლობაში (განსაკუთრებით) ისე, როგორც წინა წლებში, მაქსიმალურად ვადევნებდი თვალს ტორპედოსთან დაკავშირებულ პროცესებს. დიდი იმედით და ყოველდღიურად უკეთესის მოლოდინში გავატარე ეს სეზონი, ყველა დროსა და ეტაპზე ვაქვეყნებდი შესაბამის კომენტარებს. მეშინოდა ერთის-ჩემპიონატის "გადოგორების" შემდეგ (მისი ჩაშლა დიდ უსიამოვნებას გამოიწვევდა და დიდი სირცხვილი იქნებოდა ქვეყნისთვის, ფედერაციისთვის, მერიისთვის და ა.შ.), არ შენელებულიყო ტორპედოს გადარჩენისთვის ზრუნვა, რაც არც თუ შორს არის რეალობიდან. ღმერთმა არ ქნას და თუ ეს ასე მოხდა, მე ვთვლი,რომ ეს არის ტორპედოს საწინააღმდეგო რაღაც დიდი თამაშის ნაწილი, ამ აზრს დიდად ამყარებს თავის დროზე ტორპედოს პრეზიდენტად იმ კაცის მოყვანა(რეკომენდატორი გასაიდუმლოებულია, ჩემთვის ასეა), რომელიც ფეხბურთში ისე იყო, როგორც თხა კონცერტში და ისიც,რომ დღემდე ამ კაცს ვალი ვერ აღიარებინეს.
ნუგზარი
09 დეკემბერი 2019 19:19
1
ამ დილით ძალიან სანდო წყაროდან გავიგე, რომ ასტონ ვილას აქციონერს ჰქონია ტორპედოში ინტერესი.
ვნახოთ, იქნებ ინგლისელებმა გვიშველონ.
მართლა?
09 დეკემბერი 2019 14:14
6
ra gaxda bijo es chachava, gamoartvit sabutebi , amdenixani sabutebi ver gamoartvit magas, tu ar gindat ro gamoartvat, ver gaigebs tkven simartles kaci, tkven ise izamt datovebt kutaiss upegburtod, cota meti mondomebaa sachiro, ase tavistvis arapeli gamova, cheacuxet pederacia rame kenit, isedac sachineli sezoni konda gunds da gadavrchit gavardnas da ise nu izamt upatronobis gulistvis gavardes torpedo, amas aravin gapatiebt icodet es kargat, tu verapels aketebt da gechiniat mag chachavasi, machin meriam mixedos gunds, saidanac gindat ikedan gamonaxet tanxebi licenzirebis da davalianebis ro torpedom iarsebos.chachavas tu elodebit rodis agiarebs valebs, kai xani dagagviandebat,sircxvili kalakchi sadac amdeni milioneri cxovrobs ert gunds ver inaxavs.
KUTAISELI
09 დეკემბერი 2019 13:20
1
რა ხელშეკრულება დაუდეთ ჩაჩავას სამემკვიდრეო საკუთრებაში გადაეცი? მამლები ქონდა ალბათ მისწინაპრებს სტადიონის და ბაზის ტერიტორიებზე.
ალბათ ფეხბურთის ნაცვლად კანაპლის გაშენება აპირებს. და გვექნება ახალი საწარმო. ხალხიც დასაქმება და დაქლიავდება.
იბერიელი68ძა
09 დეკემბერი 2019 20:05
2

სიახლეები პოპულარული