დატოვებს თუ არა გია ცეცაძე U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს? - სფფ ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს

AutoSharing Option
ფოტო: 1tv.ge

ეროვნული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი და საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის "საბურთალო" ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს.

გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადება თასის ფინალში "ლოკომოტივთან" გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

ჭიაბრიშვილის შემცვლელის შესახებ ორი მთავარი გვარი გაჟღერდა. ერთი მათგანი, საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების დამრიგებელი გია ცეცაძეა, მეორე კი ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი.

Sportall.ge სფფ-ს დაუკავშირდა და გია ცეცაძის საკითხზე საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენელ კახი შალამბერიძეს ესაუბრა.

სფფ-ს ასეთი პოზიცია აქვს: "გია ცეცაძეს ჩვენთან მოქმედი
ხელშეკრულება აკავშირებს და მისი გაწყვეტის საკითხი ფედერაციასა და მწვრთნელს შორის, ამ ეტაპზე, არ განიხილება."

ჩვენი ინფორმაციით თუ გია ცეცაძე "საბურთალოში" წასვლას მოისურვებს, მაშინ მას 21-წლამდე ნაკრების დატოვება მოუწევს, რადგან პარალელურად სხვა გუნდის გავწრთნა არ შეიძლება..

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ეს თვალებდაჭყეტილი მწვრთნელი გახდა საბურთალოსი ფურთხებას კარგად ასწავლუს
ჯიჯი
20:18 09-12-2019
16
თვალებდაჭყეტილი რაღა უბედურებაა,კარგით რა,მაგრამ რაც ე.წ.დიდმა სპეციალისტმა ჩაიდინა ჯერ შუა ევროპაში და მერე ერთ-ერთ ტელეეთერში, პატიოტულ-ქუჩური რიტორიკით თავმომწოვნედ იმის მტიცებით რომ 20-21 წლის ბავშვებს არავის დავაჩაგვრინებო, მართლაც უტიფრობისა უზრდელობის პიკია.ისე ეგეც ზიდანი ან კლოპი არ მყავდე რაააა!
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული