ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი: რამდენიმე ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას ვცდილობთ

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემაში "სპორტი იმედზე" ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდი მომავალ წელს აუცილებლად ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ბერიძემ ასევე გუნდის მთავარ მწვრთნელზე და ახალი ფეხბურთელების მოყვანაზეც ისაუბრა.

"დინამოს" მწვრთნელად გია გეგუჩაძე დარჩება და კლუბი რამდენიმე ლეგიონერის მოწვევასაც აპირებს.

გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებულიც იყო და წარუმატებელიც. რა თქმა უნდა, გაგიხარდება მეორე ადგილი, როდესაც უმაღლეს ლიგაში გადადიხარ და ახალ გუნდს აშენებ, თუმცა ბათუმის "დინამო" ძალიან ახლოს იყო იმ სანუკვარ მიზანთან, რომელსაც ჩემპიონობა ჰქვია, თუმცა მერწმუნეთ, რომ ბათუმში ფეხბურთის თვალსაზრისით ყველაფერი თავიდან
იწყება და ყველაფერი წინაა.

ჩვენი მიზანი არის ახალი სტადიონის შევსება და ბათუმის "დინამოს" განვითარება. 3 მიმართულებით მივდივართ ახლა, რაც ძალიან რთულია.

ააშენო აკადემია, მოაწყო ინფრასტრუქტურა და ამავდროულად, პირველი გუნდიც გყავდეს წარმატებული, ძალიან რთულია.

გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა? ამ ამბავს გამოვრიცხავ. ის ყველა სტრუქტურაში არის ჩაბმული და ჩვენთან დარჩება.

მას ჩვენთან 5-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ამოწურავს და უფრო დიდხანსაც დარჩება.

რაც შეეხება გაძლიერებას, მიმდინარეობს რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება, რომლებსაც თავიანთ გუნდებთან კონტრაქტი აქვთ და მოლაპარაკებები მიდის მათ გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა გამოგვივა. ახალი ფეხბურთელები აუცილებლად იქნებიან და გუნდიც აუცილებლად გაძლიერდება.

გულშემატკივრის მოთხოვნა ყოველთვის წინ უსწრებს ნებისმიერი კლუბის შესაძლებლობებს, მით უმეტეს, საქართველოში.

ჩვენთან ფეხბურთი რომ ვითარდება და ყოველდღიურად წინ რომ მიდის, ამაზე, ალბათ, ვერავინ შემედავება.

ახლა დამატებაზე ველაპარაკებით რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს და ასევე, ლეგიონერებსაც.

ევროტურნირებზე მიზანი იქნება, რომ რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ასევე ჩვენი მიზანია ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობა.

ჩემი უდიდესი სურვილია, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი დაესწროს მატჩებს. ფეხბურთს ასე უფრო სხვა ხიბლი აქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ლიგის მატჩებს უფრო მეტი გულშემატკივარი დაესწრება", - თქვა ბერიძემ.

altბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს

altარჩილ ბერიძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლა გადაიფიქრა - ამბობს, რომ ერთმა ნაძირალამ ქართული ფეხბურთი არ უნდა მოკლას

altმობიბინე მინდორი ბათუმის სტადიონზე - მშენებლობის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება [VIDEO]

altღირსეული საქციელი - ბათუმის "დინამოს" კაპიტანმა ვიცე ჩემპიონის მედალი უსინათლო ფანს გადასცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაჩავა აქ რა შუაშია? ფაქტია,ამ ხალხმა არა მარტო გამოაღვიძა ფეხბურთი ბათუმში, არამედ შექმნა საფეხბურთო ატმოსფერო ,რომელიც მართლა შთამბეჭდავია.წარმატებები მინდა ვუსურვო...
ნოდიკო
15:15 17-12-2019
3
და საიდან მოიტანე რო მაფიოზია ან ჩაჩავასთან რა კავშირშია შენ ალბათ ბათუმის დაქცევა გინდა ვიცნ ხარ
გიორგი
14:34 17-12-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული