[წარდგენა] ეგზოტიკური ტრანსფერების გუნდი - მიზნის გარეშე

AutoSharing Option
საქართველოში ყველაზე ეგზოტიკური გუნდი გორის "დილა" ახალ სეზონს ახალი და საინტერესო ფეხბურთელებით იწყებს, ფეხბურთელებით, რომელთა შესაძლებლობები არავინ იცის და ყველაფერს მომავალი ეროვნული ლიგა გვიჩვენებს.

გორელებს მიმდინარე სეზონშიც გიორგი ნემსაძე გაწვრთნის, რომელმაც 2019 წელს "დილას" ეროვნული ლიგის 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა - 4 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 5 წააგო. გორის "დილამდე" ნემსაძე მცირე დროით "შევარდენსა" და საქართველოს 17-წლამდელთა გუნდში მუშაობდა.

გორელებს ძალიან კარგი სათამაშო არენა აქვთ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სახით და გორის ციხის ხედზე, კვლავ შეეცდებიან სიახლეების შემოთავაზებას.

შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა
გუგეშაშვილი, გიორგი ჩოჩიშვილი, ლაშა ტიტვინიძე.

დაცვა: გურამ გიორბელიძე, ალეფ სანტოსი, ბალგოუ იენდეუნტი, გიორგი ლაცაბიძე, დავით მაისაშვილი, დავით ხურცილავა, რევაზ ჩიტეიშვილი, რომარიკ ეტოუ, არჩილ კობერიძე.

ნახევარდაცვა: თორნიკე გორგიაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ნიკა გაგნიძე, ამოს ნონდი ობიერო, მამაიე ფუსეინი კულიბალი, ფრანცისკო მადინგა

ფორვარდები: მიკოლა კოვტალიუკი, ნუგზარ სპანდერაშვილი.

ამხანაგური შეხვედრები 2020 წელს:

  • "დილა" - ბათუმის "დინამო" 2:5
  • "დილა" - თბილისის "მერანი" 1:1
  • "დილა" - "სამტრედია" 1:0
  • "დილა" - "არაგვი" 1:1
  • "დილა" - "ჩიხურა" 2:1
  • "დილა" - მოსკოვის "ტორპედო" 2:3 (რუსეთის მეორე ლიგა)
  • "დილა" - "ჩერნომორეცი" 0:0 (უკრაინის მეორე ლიგა)
  • "დილა" - სოლიგორსკის "შახტიორი" 0:0 (ბელარუსის უმაღლესი ლიგა)
  • "დილა" - "თარაზი" 0:0 (ყაზახეთის პრემიერლიგა)

შეფასება

ფეხბურთის განვითარების ფონდის მონაცემებით, ფონდის თანხიდან გორელი ფეხბურთელების ხელფასში 2019 წელს 671 124 ლარი გაიცა. გორელთა გუნდი გაცემული ხელფასებით თბილისის "დინამოს" შემდეგ მეორე ადგილზეა. საბოლოო შედეგი კი ის იყო, რომ გუნდი ერთი საფეხურით ასცდა გასავარდნ ზონას.

გასაგებია, რომ გუნდს არა აქვს კონკრეტული მიზანი და მფლობელების მოტივაციაა, სხვადასხვა საკმაოდ უცნაური ქვეყნიდან ჩამოიყვანონ ფეხბურთელები და მათში ტალანტი იპოვონ. თუმცა, ვინც ჩამოჰყავთ, მეტწილად კითხვა ჩნდება, ამათ რა უნდათ ეროვნულ ლიგაში? და გასაკვირია ისიც, რომ ამოდენა ხელფასებს ამ ფეხბურთელებს ახარჯავენ.

იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც შედარებით გამოიჩინეს თავი - ალვინ ფორტესმა და ლეანდრო რიბეირომ, საქართველოს ჩემპიონატს მიღმა ვერსად ითამაშეს ის ფეხბურთი, რასაც მათგან ელოდებოდნენ. თუმცა არცერთი არ იყო მეგატალანტი.

წელსაც გორელთა ლეგიონი მრავალფეროვანია: ტოგო, კენია, მალავი, მალი და ა.შ. თუმცა, თუ მათ ამხანაგურ შეხვედრებს თვალს გადაავლებდით, ამ ფეხბურთელთა კომპეტენციაში ეჭვი შეგეპარებათ.

გუნდს ერთადერთ პოზიციაზე აქვს სათანადო კონკურენცია - კარებში. აქ ერთმანეთს ლუკა გუგეშაშვილი და გიორგი ჩოჩიშვილი გაეჯიბრებიან.

"დილას" საბოლოო შედეგის წინასწარმეტყველება ძნელია, რადგან ტრადიციისამებრ, უამრავი ფეხბურთელის მოსვლა-მისვლა არის მოსალოდნელი. აი, შედეგის გამოცნობა თქვენთვის მოგვინდვია.





მკითხველის კომენტარები / 5 /
ფოთშია გემი ჩამომდგარი, ახალი ფუთებია ჩამოსული. ისე როგორ სამი-ოთხი შავტუხა არ ამოვიდეს ფუთიდან და გაუშვებთ დილაში!!!
Second hand
21 ივნისი 2020 20:40
0
მიდიიიით შემოიყვანეთ და აავსეთ აფრიკელებით გუნდები, რა დაილია საქართველოში კარგი ფეხბურთელები?! ცოტა ხანში გადაშავდება საქართველოს ჩემპიონატი.
დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ!
28 თებერვალი 2020 11:01
0
მიზნის გარეშე კი არა–მიზნის გარეშე! ე.წ."ჟურნალისტო"!
ჯერ მართლწერა გესწავლა აჯობებდა
28 თებერვალი 2020 07:39
0
მე ეგრე არ ვიტყოდი, ნორმალური სატრანსფერო პოლიტიკა აქვს დილას, ეგ ლეგიონერები რომ არ ჰყავდეს თქვენ რომ ეგზოტიკურს უწოდებთ საერთოდ გავარდებოდნენ ლიგიდან, დღეისათვის პოტენციალით მე-4 გუნდია ჩემპიონატში, რიბეირო და ფორტესი რომ შეენარჩუნებინათ ჩემპიონობაზეც გაიქაჩებოდნენ...
zura
27 თებერვალი 2020 21:23
4
იდეალურადაა დასათაურებული
Lagashi
27 თებერვალი 2020 21:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული