[წარდგენა] ყველაზე ხმაურიანი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში

AutoSharing Option
"საბურთალომ" სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო, თუმცა 2020 წელს საქართველოში ყველაზე ხმაურიანი გუნდი გამოდგა, თავისი ნამატებითა და სკანდალებით. ევროზონაში მოხვედრასთან ერთად "საბურთალოს" გარშემო კრიტიკა მუდმივად ტრიალებს.

კლუბი 2020 წლის სეზონში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს, თუმცა დღის საათებში რადგან სტადიონზე განათების სისტემის ტექნიკური გაუმართაობაა, ამავე სტადიონზე საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩიც შუადღეს გაიმართება.

კლუბი ამ სეზონში გიორგი ცეცაძეს უნდა გაეწვრთნა, თუმცა ფეხბურთელებთან უთანხმოების გამო სეზონის დაწყებამდე გუნდი დატოვა. მის ნაცვლად კი კლუბში 50 წლის თემურ შალამბერიძე იმუშავებს, რომელიც მანამდე "სიონს", "შუქურასა" და "დილას"
წვრთნიდა.

შემადგენლობა

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი.

დაცვა: ნიკოლოზ მალი, იულიუს ბლიკი, გაგი მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, ანრი ჭიჭინაძე, ლევან კაკუბავა, იური ტაბატაძე, ჟარდელ ნაზარე.

ნახევარდაცვა: ლევან ყენია, ოლექსანდრ ბელიაევი, ლევან მაჭარაშვილი, ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, ჯეროენ ლუმუ, დაჩი ცნობილაძე.

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, გურამ გოშთელიანი, ბექა ქავთარაძე, გიორგი გაბედავა, გიორგი გულიაშვილი.

მატჩები 2020 წელს

  • "საბურთალო" - "არაგვი" 2:0
  • "საბურთალო" - "ადმირა" 1:2 (ავსტრიის ბუნდესლიგა, მე-11 ადგილი)
  • "საბურთალო" - "ზენიტი" 0:4 (რუსეთის პრემიერლიგა, 1 ადგილი)
  • "საბურთალო" - "ალკოიანო" 3:1 (ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგა)
  • "საბურთალო" - "დინამო" 1:0 (საქართველოს სუპერთასი)
შეფასება

გიორგი ცეცაძისა და გიორგი ჭანტურიას კლუბში მოსვლა-წასვლა, ეს "საბურთალოს" საქმეა, მაგრამ ევროტურნირებზე მიღებული გაკვეთილის შემდეგ ისწავლა თუ არა გუნდმა რაიმე?

დადებითი ის არის, რომ გუნდში გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები დარჩნენ, რომელთაც პროგრესირება შეუძლიათ. თუმცა ლეგიონერების გარეშე ვერცერთი კლუბი ვერ გაძლიერდება და ამ დროს ვინ დაიმატა "საბურთალომ"?

იულიუს ბლიეკი - 25 წლის მცველი, ჰოლანდიის მეორე ლიგის გუნდ "იგლზში" თამაშობდა, 2019 წლის 10 აპრილის შემდეგ მთავარ გუნდში სულ 10 წუთი ითამაშა. სათამაშო დრო ძირითადად 21-წლამდელთა გუნდში ეძლეოდა.

ჟარდელ ნაზარე - 24 წლის ფეხბურთელი, ბოლოს პორტუგალიის მესამე ლიგის "ოლეიროსში" თამაშობდა. ის სან-ტომე და პრინსიპის ნაკრების წევრია, ეროვნულ გუნდში ორი შეხვედრა ჩაატარა 2019 წლის ბოლოს.

ჟეროენ ლუმუ - 24 წლის შემტევი 1-ლი ივლისის შემდეგ უგუნდოდ არის. მანამდე პორტუგალიის მესამელიგელ "აროუკაში" და რუმინეთის მეორელიგელ "პლოიესტში" თამაშობდა.

ოლექსანდრ ბელიაევი - 20 წლის ნახევარმცველი კლუბმა "დნიპროსგან" ინათხოვრა. ბელიაევი "დნიპროს" შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ამავდროულად, ფეხბურთელი თამაშობდა უკრაინის 20-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებში.

თითქმის იგივე პრობლემებია სხვა კლუბებში, მოჰყავთ ლეგიონერები, რომლებმაც მაქსიმუმ, კლუბი ეროვნულ ლიგაში გააძლიერონ. საერთაშორისო დონეზე ამ ფეხბურთელების ძალა მინიმალურია.

რაც შეეხება პროგნოზს, "საბურთალო" ამ სეზონშიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს, მაგრამ ევროპა ლიგის შესარჩევში კვლავ განწირულია.

alt[წარდგენა] ეგზოტიკური ტრანსფერების გუნდი - მიზნის გარეშე

alt[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა

alt[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

alt[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

alt[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?

alt[წარდგენა] ჩემპიონი ვარდისფერი სათვალეებით



განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობ განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობაა
მკითხველის კომენტარები / 5 /
მარტო ლეგიონერებზე რომ ამახვილებ ყურადღებას აგერ ნახავ როგორც ითამაშებს ეგ ლუმუ. ქართველებზე დაწერე რამე ქართველებზე დაჩი ცნობილაძე რომ გუნდს ეყოლება ან კარში ლაზარე კუპატაძე ვისი გამომგდებია ის საერთოდ? ძაან ტეხავს ხალხო ეს ორმაგი სტანდარტები ხო ხედავთ 11 ქართველით ვერსად ვერ გავდივართ და კლუბები ახალ მიღებულ პრაკტიკას ირჩევენ წამყვანი საფეხბურთო ლიგების ჩაკარგულ ტალანტები მოყავთ რომლებიც შეიძლება ათამაშდნენ აბა იმ ფინანსებით რაც ქართულ ფეხბურთშია ტოპ ტალანტს ვერ ჩამოიყვანენ და რისი თავიც აქვთ აკეთებენ დაჩი ცნობილაძეების და ლაზარე კუპატაძეების თამაშს დამიჯერეთ ჯობია.
gavasha
10:17 29-02-2020
0
საბურთალო ქართული ფეხბურთის სირცხვილია!!
გიორგი
04:12 29-02-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული