საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და ეროვნული ლიგის განახლების თარიღად 25 ივნისი დაასახელა.
sportall.ge უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
"ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება. მატჩების განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.
ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა
სეზონის განახლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. აღნიშნული ითვალისწინებს ყველა იმ საჭირო პროცედურას, რაც აუცილებელია ეროვნულ ლიგაში ჩართული ყველა პირის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
საწყის ეტაპზე სეზონის განახლება ეხება მხოლოდ ეროვნულ ლიგას. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი."
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დაამატა, რომ "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის", "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის, ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის ყველა კლუბი საწევრო გადასახადისგან გათავისუფლდა. კლუბებს აღნიშნული თანხის გამოყენება იმ რეკომენდაციების შესასრულებლად შეეძლებათ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს ტესტირებისთვის საჭირო ყველა ხარჯს."
ქართული გუნდებიდან პირველმა ვარჯიში "ლოკომოტივმა" განაახლა