"პირველი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელ გიორგი გაბედავას "საბურთალოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტია, შეთავაზებები ქართული და უცხოური კლუბებისგან აქვს, თუმცა ჯერ არაფერი გადაუწყვეტია.
გაბედავა ადრე ზუგდიდის "მგლებში", რუსთავის "ოლიმპში", "გაგრაში", "ილიჩევეცში", "ზუგდიდში", "ჩიხურაში", "სამტრედიაში", ბათუმის "დინამოსა" და "ზაგლებიეში" თამაშობდა.
ის "საბურთალოში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და დედაქალაქურ გუნდში 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა.