კახა ჩხეტიანი: გამარჯვებით კმაყოფილი ვარ - მადლობა ბიჭებს და გულშემატკივრებს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მესამე ტურში "საბურთალოს" 3:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მადლობას ვეტყვი ბიჭებს, რომლებმაც ეს გამარჯვება სანახაობრივი გახადეს და ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც სტადიონის გარედან ბოლომდე გვქომაგობდა. ვაგრძელებთ მუშაობას - ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და შევეცდებით, მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ თითოეულ მათგანს.

დღევანდელ შეხვედრაში არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვაკლდა. ნოდარ ქავთარაძეს და აკაკი შულაიას მიკროტრავმები აწუხებთ. მოგეხსენებათ, ნიკა სანდოხაძემ ხელი მოიტეხა და ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ასევე ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს ლევან
ხარაბაძე. რაც შეეხებათ საიმონ ბენიოს და ფილიპ ორშულას, ისინი ჩამოსულები არიან და სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან", - ციტირებს ჩხეტიანს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაც მადლობა,ერთგულ მაყურებელს,მაგრამ რატომ ვიქცევით სირაქლემებივით?სახელმწიფომ მაყურებლის დასწრება,სტადიონებზე და დარბაზებში იმიტომ აკრძალა,რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე,ადამიანების ერთად თავშეყრა გამოერიცხათ.ახლა კი რას ვხედავთ?გულშემატკივრები სტადიონის შესასვლელთან(თბილისში) და ღობის გარედან(ბათუმში),ერთად თავმოყრილები,უყურებენ,ან უსმენენ,ან კიდევ რა მნიშვნელობა აქვს რას აკეთებენ,მთავარია რომ სახელმწიფოს მოთხოვნას ადამიანები არ იცავენ და 10 კაცზე მეტი იკრიბებიან ერთად.კლუბის ხელმძღვანელობები კი,თვალს იბრმავებენ და ვითომ არაფერი.ამ რეგულაციის დარღვევას და ფეხებზე დაკიდებას,უკვე მოჰყვა მსხვერპლი.კიდევ და კიდევ ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს,კლუბს,მეგობრებს,და მთელ საქართველოს,ახალგაზრდა,კარგი ბიჭის ტრაგიკულ დაღუპვას,მაგრამ მისი დაღუპვის პირველ საწყისი მიზეზი ხომ სწორედ ამ რეგულაციის დარღვევა იყო?სახლში რომ გადაეხადათ დაბადების დღე,მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ,იქნებ არც მომხდარიყო ეს უბედურება.გერმანიაში ჩემპიონატი რომ განახლდა,ერთი გულშემატკივარი,ხის კენწეროზე აძვრა და იქიდან უყურებდა თამაშს,მაგრამ დასწრება აკრძალული რაკი იყო,ისიც ჩამოსვეს ხიდან.ჩვენთან კი დადექი სტადიონის გარეთ და რამდენიც გინდა მოგროვდეს,ხმის გამცემი არავინაა.აქ სიფრთხილის ზომებზე ლაპარაკი,მართლაც ზედმეტია.თუ მაინც ასე დარჩება,არ სჯობია ისევ სტადიონზე დავუშვათ ეს ხალხი?იქ უფრო ადვილი და რეგულირებადი არ იქნება მათ შორის დისტანციის დაცვა?გასაგებია,რომ პირდაპირ პასუხისმგებლობას ერიდებიან,მაგრამ თუ მაინც საფრთხეში ვაგდებთ გულშემატკივრის ჯანმრთელობას,ასე ეს საფრთხე,გაცილებით უფრო შემცირებული იქნება.მაყურებელი ბევრი მაინც არ დადის სტადიონებზე და მათი დისტანცირებით განლაგება,არა მგონია გაძნელდეს.ამის ალტერნატივა კი,ალბათ სტადიონს გარეთ გულშემატკივრის თავმოყრის აკრძალვა და ამის პოლიციის ძალით რეალიზებაა,რაც არა მგონია ვინმეს სურდეს.დავუშვათ სტადიონებზე მთლიანი ადგილების 10-20,25%-ით შევსება პირბადეებით თუ სხვა სიფრთხილის ზომებით და მისი მკაცრი დაცვის მოთხოვნით და დამრღვევებისათვის ჯარიმების დაკისრების მუქარით და რაც მთავარია ამ მუქარის ასრულებით.მაშინ მე მგონია, რომ საფრთხე გაცილებით შემცირდება და გულშემატკივრით,ფეხბურთის თამაშიც გაცილებით უფრო სასიამოვნო გახდება.
სოსო
08:45 26-06-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული