კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
metis girsebi arian kopili torpedoelebi ro dinamochi caviden satamachod, ra gundia tirana, magaze xutjer kai gundi iko kukechi torpedom ro atria moparuli plachivit tbilischi,da im torpedodan 5 pegburteli dinamoelia, marto torpedoelebs braldeba es cageba vitom danarchenebi prinavden stadionze, cxetiani iko zustad 5 tituli ro moigo zedized torpedostan ertad, mara magrad checda dinamochi ro cavida, im gundchi rogor unda itamacho sadac gulchematkivari sul gaginebs, magnairi pulis ,,,,,,,,,,,,,,,,sakme kopil torpedoelebchi kiaraa, puli unda daixarjos gundchi, legionerebi unda chamoikvano, ager somxetchi da azerb agar eteva gundebchi legionerebi, sakartvelochi pulis daxarjva arcert gunds ar unda chedehi ki, sanam sakartvelos kvela gundchi minimum 7 sachvalo donis legioneri ar ikneba pegburtis done ver aicevs,
x
21 აგვისტო 2020 15:56
2
ეეეჰ, ეს პატიოსანი კაცი, რა ტყულად შემოგვიგდო ფიფიამ პაიკივით. ყველაზე ნაკლები დამნაშავე ეს კაცია, ვიმეორებ ფერგისონ- მაურინიოც კი ვერ დადებდა ამაზე უკეთეს შედეგს! შანსი არააა ! გუნდში გყავს ადამიანები რომლებიც ფეხბურთთან საერთო არაფერი არ აქვთ , და მწვრთნელი ჯადოქარი ხომ არაა?? ფიფია უნდა წავიდეს !!! აქ სხვა გამოსავალი არ არაებობს, გაყიდოს გუნდი და ახალ მოსულს კონტრაქტში ეწეროს რომ გუნდი უნდა შექმნას ისეთი, რომელიც რეგულარულად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგას!!! პრიორიტეტი უნდა უყოს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა!! ავიღოთ მაგალითი როგორ მუშაობენ გრანდები, როგორ ხდება იქ გუნდის საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ეს არის ქვეყნის პრესტიჟი, ბრენდია დინამო ბოლოსდაბოლოს და დინამოს წარმატება ნიშნავს საქართველოს ჩემპიონატის დონის აწევას, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ნიშნავს პოპულარიზაციას მთელ ევროპაში ქალაქის და ქვეყნის მთლიანად, ლიგაზე მოხვედრა ავტომატურად ნიშნავს ქვეყანაში ბევრ ტურისტს და ახალგაზრდობის ფეხბურთში დაბრუნებას, ან ყველაფერს მოაქვს სერიოზული შემოსავალიც! ყველაფერი ეს ერთმანეთზეა მიბმული, ასეა ყველგან !!! რამე ხელმოწერები ან ინტერაქტივი ან რამე გადაცემა გაკეთდეს რო ეს ხმა მივაწვდინოთ ბატონს!!! თორე ყრუა ან ბრმა!!!
Vasili
20 აგვისტო 2020 21:07
1
ვინმემ გააგდეთ ეს ფიფია მაქედან.. წურბელებითაა სავსე ქართული ფეხბურთიც და მთლიანად საქართველო.. ფეხბურთი დაამსგავსეს სამოყვარულო, გასართობ, იუმორისტულ სპორტს
აკო
21 აგვისტო 2020 10:07
1
რა შუაში იყო ჩხეტიანი? ან ფეხბურთელები რა შუაშია? რომლებსაც მეტი არ შეუძლიათ. ვსვამ ლოგიკურ კითხვას - ეს ფეხბურთელები როგორ წარმოგიდგენიათ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?
როდემდე უნდა გაგრძელდეს “დინამოს” სახელისა და წარსულის შეურაწყოფა? როდემდე უნდა გაგრძელდეს “დინამოს” ისტორიის დამწერი ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელების შეურაწყოფა?
წყლის პირში ჩაგუბება აქ დანაშაულია, დადუმებულია ფედერაცია, ვეტერანები, ფანკლუბი, რომელთაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ და ამ შესაძლებლობების მაგალითიც სხვა ქვეყნებში ბევრი გვინახავს. გთხოვთ ნუ ჩაიდენთ დანაშაულს და ნუ უყურებთ ყველა ჩვენგანის სიამაყის გარდაცვალებას გულხელდაკრეფილი, ბოძებული პატარ პატარა ანგარებების სანაცვლოდ.
გიო
20 აგვისტო 2020 22:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული