კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
ეს ტორპედოში წავა იქ დაქცევამდე მიიყვანეს გინდი,ახლა ახალი პატრონია და კიდე არის შოვის და დაბოლების შანსი..დინამოში მთლად ასე ვერ იზამდა..იქ კიდე კლანი ელოდება..აბა ჰე ეხლა ხელმეორედ ტორპედოს დაქცევის გზას გაუყევი კახა..
გოჩა
20 აგვისტო 2020 23:07
4
არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ზუსტად მისი მწვრთნელობისას აიღო გუნდმა თითქმის ყველა ჯილდო. იმ გუნდის დაშლა იყო მიზანი მავანი ხალხის მიერ. იმიტომ რომ ერთ-ერთი ძლიერი გუნდი იყო საქართველოში. ფიფიამ რომ დაღუპა გუნდი მაგაში გეთანხმებით.
achi
21 აგვისტო 2020 10:38
1
საერთოდ რას გადადიოდა დინამოში??? არ იცოდა მაგ მკვდარი სულების ყველა გრეხს მაგას რო დააბრალებდენ???
mirosan
20 აგვისტო 2020 23:05
2
ისე რაც ეს ფეხბურთი განვითარების ფონდი თუ რა უბედურებაცაა ეს შეიმნა იმის მერე წინსვლის ნაცვლად საკლუბე ფეხბურთი სულ დაიქცა. არა არც მანამ იყო დიდი არაფერი მარა მილიონები მაინც არ იჭმეოდა ამდენი.
hhh
20 აგვისტო 2020 22:34
1
რაო ბულინიო? ბულინგი კი არა უმკაცრესი კრიტიკაა. აბა ამას რა გონია?
ფიფიაც უნდა მიყვეს ჩხეტიანს. გუნდიც უნდა გაიწმინდოს და უფრო კვალიფიციური მოთამაშეებია საჭირო. ჩისკოს ეს არავითარ შემთხვევაში არ დაემართებოდა. ტირანასთან კარში პერალესით და დაცვაში მონხილით არ წავაგებდით!!
გენა
20 აგვისტო 2020 22:18
0
რა მოყვა, ბულინგიო?! ისა და ქართულად სულ ვეღარ ლაპარაკობთ თუ მოდაში აღარ არის ქართული ?! ბულინგი კი არა თქვენ რა საზიზღრობაც მოიმოქმედეთ გუშინ პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე!!! მაგას სახელი არ ააქვს საერთოდ!!! ეს კიდევ ბულინგიო !!! გადასარევი პირდაპირ !!!
........
20 აგვისტო 2020 21:31
0
ბიჭო მადლობაო თავდაუზოგავად შრომობენო. მართლა არ მესმის თუ თავდაუზოგავად შრომობენ ესეიგი საერთოდ აზრზე არ არიან რას შრომობენ. რასაც აკეთებდნენ ფეხბურთთან საერთო არ ქონდა არაფერი.
ზურა
20 აგვისტო 2020 21:17
0
კახა,გთხოვ ტორპედოში მოსვლაზე არ იზრუნო,თქვენ ჩაჩავასთან ერთად ერთხელ უკვე გააკოტრეთ გუნდი!
Dato
21 აგვისტო 2020 10:37
17
როინებს, ომარებს, ქავთარაძეებს და სხვა უპერსპექტივო ტიპებს ჯობს ათამაშოთ 19-20 წლის ბიჭები ვისშიც მომავალს და პერსპექტივას ხედავთ! კი ბატონო ნუ გახდებიან პირველივე სეზონში ჩემპიონები!!! შეთამაშდნენ, მომზადდნენ, გაიზარდონ და მერე გავაკეთოთ გათვლა შედეგზე!!! ოღონდ წესიერი მწვრთნელი მოიყვანეთ, უცხოელი და აზრიანი, კოჭლი იურასნაირები(იარარბეკი) არა!!! ვისაც გახსოვსთ, ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარა და სხვებიც ასევე 18-19-20 წლისები იყვნენ რომ მიეჩვიენ დინამოს და საბოლოოდ წლები მათზე იდგა ნაკრები!
რატომ უნდ იჯდნენ დინამოს აკადემიის აღზრდილი ნიჭიერი ბიჭები ქავთარაძეების და ქიმაძეების თადარიგზე! ან მოისწრაფა სად გაუშვით, ან სხვები?! დაიბრუნეთ ყველა და ათამაშეთ ერთად ის ბავშვები ვინც ერთად შეიზარდა, დაუმატეთ რამდენიმე კვალიფიციური ლეგიონერი და ეგაა!!! პ.ს. ფიფიას ერთი ჭკვიანი მრჩეველი როგორ ვერ იშოვე ა?!
ალექსანდრე
21 აგვისტო 2020 10:27
21
აჰა განტევების ვაცი გამოუყვანიათ!! უნდა თქვა რომ ფეხბურთელები არ გივარგა მარტო შენი ბრალი არ იყო ეგ წაგება, სულ უმწვრთენლოთაც რომ იყოს გუნდი ეგეთი სამარცხვინო ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს!! ბულინგს რაც შეეხება არა მგონია ვინმე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის მოწოდება იყოს რომ რომელიმე ფეხბურთელზე იძალადოს ან რაიმე მსგავსი მოწოდება იყოს. გუნდი რომ არ ძლიერდება, სელექცია რომ არ მუშაობს და დაბალი დონის მოთამაშეები ჩამოგვყავს, ამასთან საშუალო დონის ფეხბურთელი რომ გამოჩნდება და ეგრევე ვყიდით, რისი იმედი უნდა გვქონდეს?? ფიფიამ დინამო ვერ გახადა ისეთი გუნდი რომლითაც ჩვენი ვიამაყებდით, ევროსარბიელზე დინამო მაჩანჩალა გუნდად აქცია!!!
zaza
20 აგვისტო 2020 22:42
0
ფიფია ნახვამდული
შაკო
20 აგვისტო 2020 22:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული