"ერთი მინდა ვუსურვო "ტორპედოს"... - ქუთაისური გუნდი მწვრთნელმა დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშებაში მარტვილის "მერანთან" დამარცხების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ თანამდებობა დატოვა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა:

"გასული წლიდან მოყოლებული ბევრი პრობლემა იყო, რაც შემეძლო, ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისათვის!
ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის "ტორპედოს" - დალაგებულიყოს ყველაფერი, როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება! არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება!" - ნათქვამია აშვეთიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქუთაისური კლუბი ეროვნულ ლიგაში ჯერ კიდევ მოუგებლად ასპარეზობს. "ტორპედო" უახლოეს შეხვედრას 25 აპრილს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. კლუბს  ახალი მთავარი მწვრთნელის
შესახებ ინფორმაცია ჯერ  არ გაუვრცელებია.

altგამოუყენებელმა პენალტმა "ტორპედო" გატეხა და "ლოკომოტივთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
Ქუთაისელი მარჩელო ლიპი დააბრუნეთ-ჩხეტიანი.დინამოში ხომ დაამტკიცა რა დიდი გაქანების მწვრთნელია
Ოლეგ რომანცევი
13:32 22-04-2021
19
ჩხეტიანდეი ბრუნდება?
Master
13:03 22-04-2021
0

სიახლეები პოპულარული