გიორგი კოხრეიძე მძიმე ტრავმას გადაურჩა

AutoSharing Option
გუშინ, "დილასთან" თასის მერვედფინალური მატჩის (3:1) 41-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა გიორგი კოხრეიძემ, რომელმაც ჯვარედინ იოგზე ტრავმა 8-თვიანი პაუზის შემდეგ მოირჩინა. "საბურთალოს" კაპიტანმა დაზიანება იგივე მუხლზე მიიღო. ფეხბურთელს ჩაუტარდა გამოკვლევა, რის შემდეგაც დაიგეგმა შესაბამისი მკურნალობის კურსი.

უფრო კონკრეტულად ტრავმის შესახებ, "საბურთალოს" ექიმი, ლევან ქებაძე განმარტავს:

"გიორგი კოხრეიძეს გუშინ გვიან პირველადი გამოკვლევა ჩაუტარდა. ამ დროისთვის მდგომარეობა საგანგაშო არაა, თუმცა საყურადღებოა. ჯვარედინი იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება არ ჩანს, მაგრამ შეშუპებულია და მცირედით დეფორმული. დაიგეგმა შესაბამისი მკურნალობის კურსი და დინამიკაში
მოხდება მდგომარეობის შეფასება.

განმეორებითი კვლევა ჩატარდება 10 დღეში, რის შემდეგაც უფრო კონკრეტულად გვეცოდინება შემდგომი მკურნალობის სტრატეგია. დღევანდელი მდგომარეობით თუ დინამიკა დადებითად განვითარდა, გიორგი საწვრთნელ პროცესს 6-8 კვირის განმავლობაში დაუბრუნდება.

რადგან ოპერაცია ევროპაში გაიკეთა, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საქმის კურსში ჩაგვეყენებინა ესპანელი ექიმი. მასაც გადავუგზავნეთ შესაბამისი გამოკვლევები. ჯვარედინ იოგზე ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე რთული ტრავმაა ფეხბურთელში. ამ ოპერაციიდან პირველ 24 თვეში უფრო მეტად არის რისკი განმეორებითი ტრავმის".

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული