კახა კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს

AutoSharing Option
ქუთაისში, მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, მალე "ტორპედო" ალბათ, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

"ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, არამხოლოდ განათლება, ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა თუ გაძლიერება, რომლითაც ქუთაისი იყო ძლიერი. ვიხილავთ, "ქუთაისის ტორპედოსაც" ალბათ მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და ბევრი სხვა წარმატება, რომელიც მოჰყვება იმ შემართებას, რომელიც მოჰყვება ამ ქალაქის განვითარებას", - თქვა კუჭავამ.
მკითხველის კომენტარები / 108 /
ამას ქართველები ისეთი სი..ბი ვგონივართ რომ თავს ამის უფლებას აძლევს. ეგრეა როცა უფასო ფულს დაუჯერებ მერე ტორპედოს ლიგაც უნდა დაიჯერო
ბასა
05 სექტემბერი 2021 14:29
1
ჩრდილოეთ კორეაში ხალხს უთხრეს, მზეზე ადამიანი გავუშვითო.

ხალხმა კითხვა დაუსვა, ეგ როგორ არ დაიწვება ადამიანიო.

მთავრობამ მიუგო, არა ეს ღამით გავაკეთეთო.

დაახლოებით ჩრდილოეთ კორეის დონის საზოგადოებად განიხილავს, რუსი ოლიგარქი ქართველებს და შეიძლება არც ცდება.

ფეხბურთი
05 სექტემბერი 2021 14:28
3
თან მალეო ბიჭოოო...
სოსო
05 სექტემბერი 2021 14:13
0
ასეთს რას ეწევა ნეტა ეს?:)))))))
პაატა
05 სექტემბერი 2021 14:07
0
იქნება ენამ გიყივლოს:)
Kaxas
05 სექტემბერი 2021 14:06
10
პენალტების სერიაში თუ ძირითად დროში ბატონო კახა? :)
გაგა
05 სექტემბერი 2021 14:05
0
სიზმარშიო,ჩემო გაგა!სიზმარშიო!აბა მთლად ასეთი აბდალაც კი არაა,მართლა და მართლა!
სოსო
06 სექტემბერი 2021 17:42
0
ეს დანარჩენებთან შედარებით სერიოზული კაცი მეგონა, ერიჰაააააა...
ლადო
05 სექტემბერი 2021 13:32
0
ქართულ ფილმ "არაჩვეულებრივ გამოფენაში" როგორც ამბობენ: - გიჟია ეს!
ვაჟა მასწავლებელი
05 სექტემბერი 2021 13:21
0
მანდ ამბობენ, მთვრალია ეს!
ბენიამინიძე
11 სექტემბერი 2021 15:04
0
ყველაფერი კი არ უნდა იკადრო სკამისა და არჩევნების გულისთვის , ხალხი კიდე ჯანდაბას დიდი ხანია ცალ ფეხზე გკიდიათ მაგრამ შინაურ ახლობლების მაინც შეგრცხვეთ რაღაცას რო იტყვი დასაცინი არ უნდა გახდე, ჩემპიონთა ლიგას არა კონფერენს ლიგას მოაგებინებთ, რეალობას სულ მოსწყდით მთელი ქოცხროვა ..
რუსთავი
05 სექტემბერი 2021 13:14
0
როგორც ჩრდილოეთ კორეამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი!!! მომავალ წელს ამხანაგი კუჭავა გამოგვიცხადებს რომ ქუთაისელებმა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართეს... ურაააა
მართლა ოცნებაა...
კახა
05 სექტემბერი 2021 12:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული