კახა კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს

AutoSharing Option
ქუთაისში, მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, მალე "ტორპედო" ალბათ, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

"ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, არამხოლოდ განათლება, ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა თუ გაძლიერება, რომლითაც ქუთაისი იყო ძლიერი. ვიხილავთ, "ქუთაისის ტორპედოსაც" ალბათ მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და ბევრი სხვა წარმატება, რომელიც მოჰყვება იმ შემართებას, რომელიც მოჰყვება ამ ქალაქის განვითარებას", - თქვა კუჭავამ.
მკითხველის კომენტარები / 108 /
მანამდე არ გაგეხაროთ თქვენ შენ ბელადთან და მთელ მატყუარა საქოცეთთან ერთად
სიმართლე
06 სექტემბერი 2021 08:27
2
.. კუჭა ბენდერის რა ხარ ფილმიდან 12სკამი ლექციას რომ უკითხავს შახმატზე იმ პერსონაჟს გავხართ
Tbiliseli
06 სექტემბერი 2021 02:35
0
ეს კუჭით ფიქრობს?
ბონდო
06 სექტემბერი 2021 01:13
0
ტიპმა ერთი წინადადებით ათასობით ხმა დაკარგა
ბათუმელი
06 სექტემბერი 2021 01:06
0
ამის მერე სხვა რამესაც რო უჯერებთ ამ ხალხს არ გრცხვენიათ? ესეთი ბოდვა არც გაიგია ჯერ. ჩემპიონთა ლიგიდან ყველა რო წავიდეს და მარტო საქართველოს ჩემპიონატიდან დარჩნენ, მალე მაინც ვერ მოიგებს ისეთი მდგომარეობაა და რა ლიგას მოიგებს ხალხს რატო თვლიან იდიოტებად?
me
06 სექტემბერი 2021 00:53
0
რას ეწევით ამისთანას შენ და ღარიბა, თქვენ ალბათ მართლა ცაში დაფრინავთ უკვე ამ არჩევნების შიშით
მუმუ
05 სექტემბერი 2021 21:47
0
მანამდე კარგად ვიყოთ, ამხ. კუჭავა, სანამ ტორპედო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს !
დ.დ.
05 სექტემბერი 2021 21:16
0
ცოდნა სიკვდიმდე შენია. ისწავლე ბიძია ტყუილი მაინც. ააა მაგ სიმართლით იარეე. ტ.ფ.უ.ი
roma
05 სექტემბერი 2021 20:47
0
იმასაც ვერ ხვდება რომ ეს ნათქვამი ქუთათურების აბუჩად აგდება.
ისიდორე
05 სექტემბერი 2021 20:02
0
ესპანური სირცხვილი განვიცადე
გიორგი
05 სექტემბერი 2021 19:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული