კახა კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს

AutoSharing Option
ქუთაისში, მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, მალე "ტორპედო" ალბათ, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

"ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, არამხოლოდ განათლება, ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა თუ გაძლიერება, რომლითაც ქუთაისი იყო ძლიერი. ვიხილავთ, "ქუთაისის ტორპედოსაც" ალბათ მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და ბევრი სხვა წარმატება, რომელიც მოჰყვება იმ შემართებას, რომელიც მოჰყვება ამ ქალაქის განვითარებას", - თქვა კუჭავამ.
მკითხველის კომენტარები / 108 /
ღმერთმა აცხონოს ავლიპი ამას რომ არ მოესწრო ბედნიერია
Manu
05 სექტემბერი 2021 03:30
0
პირიქით.რა საინტერესო მასალა იფლანგება ხომ ვხედავთ და ავლიპიც ბედნიერი იქნებოდა ,მისთვის აშკარად საინტერესო პაციენტებია. ასეთები ყველგან არ არის. თვალი დაუდგეს ევროპას
ირაკლი ქუთაისელი
05 სექტემბერი 2021 13:30
1
ტორპედო მალე გახდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული!
აწი გაჩერება აღარ შეიძლება _ მეტრო ყველა ქალაქში და სოფელში!
სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი მთვარეზე და უფასო კომერციული ფართები მარსზე საჩუქრად ყველა ზრდასრულ მოქალაქეს! ახალი ავტომობილები საჩუქრად პირველკლასელებს!
სტუდენტებს უფასო საცხობები და ლექციების გაცდენის ვაუჩერები!
პენსიონერებს ულიმიტო პენსია და 20GB სწრაფი ინტერნეტი!
ოქროს საბადო ყველა ოჯახს!
უფასო დენი, გაზი, წყალი ბენზინი და ტუალეტის ქაღალდი!
ქვეყნის ყველა მოქალაქე დასაქმდება დირექტორად და ექნება საკუთარი კაბინეტი, სამწუხაროდ არ ეყოლება მდივანი, რადგან ყველა დირექტორად იმუშავებს!
უფასო მგზავრობა, ტრანსპორტში ასვლისას კონტროლიორი მგზავრს გადაუხდის 0.50 ლარს!
მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და იქიდან შარდის სუნის გაქრობა!
და ბოლოს, ამ ყველაფრის მერე, ეგება იგი დროშაც დაკიდონ.

გოგი
05 სექტემბერი 2021 02:48
1
ლელა კაკულიაც ამათ წისქვილზე ასხამს,ქართველებს იმდენი ფული ექნებათ ქუჩაში გადაყრიანო,(ბოლოს წინა ხილვა)
zuba
05 სექტემბერი 2021 11:00
0
თუ მასშტაბურად შევხედავთ საკითხს და გავითვალისწინებთ სამყარო რამდენი მილიონი წელია არსებობს, მაშინ ათასი და ორიათასი წელი მართლაც მალეა, ეტყობა სწორედ ეს იგულისხმა ბატონმა კახამ.
ნელი კუწავა
05 სექტემბერი 2021 02:57
0
აი მწყერები და ოფოფები ბლომად ჰყავთ ეტყობა! ყველაფერთან ერთად ნამუსიც რომ არა აქვთ ამ უკეთურებს!
shoda
05 სექტემბერი 2021 10:37
0
ნეტა რას ეწევა ასეთს ჰა?
ქობულეთიდან
05 სექტემბერი 2021 00:53
1
ესეც მასხარა ყოფილა
***
05 სექტემბერი 2021 01:26
0
ასეთი დონის ხალხი(თქვენ გგონია იტყუება არა მართლა სჯერა) რომ მართავს ქვეყანას იმითოა ფეხბურთი და სხვა ყველაფერი ასეთ დღეში.
fff
05 სექტემბერი 2021 11:37
1
ეტყობა"ბიძინას შკოლა" გამოვლილი რომაა - ახლოვდება არჩევნები და მოინდომა ქუთაისელი გულშემატკივრების დაგოიმება :)

თამაზი
05 სექტემბერი 2021 02:49
5
ტიტუუუ....რაუქნა მამამარჩენალმა ხალხს...
დავითი
05 სექტემბერი 2021 00:34
2
პორტის მშენებლობა დასრულდა ?
goga
04 სექტემბერი 2021 23:35
1
როცა ესეთ აბსურდულ რამეს ამბობ, ესეგი შენი დღეები დათვლილია. საზიზღობაა როცა ცდილობენ პოლიტიკოსები სპორტში ჩაერიონ.
gia
04 სექტემბერი 2021 22:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული