კახა კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს

AutoSharing Option
ქუთაისში, მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, მალე "ტორპედო" ალბათ, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

"ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, არამხოლოდ განათლება, ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა თუ გაძლიერება, რომლითაც ქუთაისი იყო ძლიერი. ვიხილავთ, "ქუთაისის ტორპედოსაც" ალბათ მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და ბევრი სხვა წარმატება, რომელიც მოჰყვება იმ შემართებას, რომელიც მოჰყვება ამ ქალაქის განვითარებას", - თქვა კუჭავამ.
მკითხველის კომენტარები / 108 /
ღმერთმა აცხონოს ავლიპი ამას რომ არ მოესწრო ბედნიერია
Manu
03:30 05-09-2021
0
ტორპედო მალე გახდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული!
აწი გაჩერება აღარ შეიძლება _ მეტრო ყველა ქალაქში და სოფელში!
სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი მთვარეზე და უფასო კომერციული ფართები მარსზე საჩუქრად ყველა ზრდასრულ მოქალაქეს! ახალი ავტომობილები საჩუქრად პირველკლასელებს!
სტუდენტებს უფასო საცხობები და ლექციების გაცდენის ვაუჩერები!
პენსიონერებს ულიმიტო პენსია და 20GB სწრაფი ინტერნეტი!
ოქროს საბადო ყველა ოჯახს!
უფასო დენი, გაზი, წყალი ბენზინი და ტუალეტის ქაღალდი!
ქვეყნის ყველა მოქალაქე დასაქმდება დირექტორად და ექნება საკუთარი კაბინეტი, სამწუხაროდ არ ეყოლება მდივანი, რადგან ყველა დირექტორად იმუშავებს!
უფასო მგზავრობა, ტრანსპორტში ასვლისას კონტროლიორი მგზავრს გადაუხდის 0.50 ლარს!
მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და იქიდან შარდის სუნის გაქრობა!
და ბოლოს, ამ ყველაფრის მერე, ეგება იგი დროშაც დაკიდონ.

გოგი
02:48 05-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული