მატჩი 3 ავტოგოლით - "თელავმა" ადგილი შეინარჩუნა, "ტორპედო" პლეი-აუტში იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში კიდევ ორი მატჩი ჩატარდა.

საგურამოში უმოტივაციო „ლოკომოტივი“ და „ტორპედო“ დაზავდნენ (1:1) და ქუთაისური გუნდი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში მარტვილის „მერანს“ შეხვდება.

68-ე წუთზე მასპინძლები იმრანმა დააწინაურა, ხოლო 90+3-ე წუთზე ზიდანმა ანგარიში გაათანაბრა.

„თელავმა“ გორში „დილას“ 3:1 სძლია და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამ მატჩში სამი ავტოგოლი გავიდა. რაც შეეხება „დილას“, წინა ტურში გაინაღდა მესამე ადგილი და ევროტურნირის საგზური და ამ შეხვედრას მისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ამათ ხელფასს როგორ უხდით გააყარეთ ორივე გუნდი ქვედა ლიგაში და დააჯარიმეთ ასე გინდათ რამეს მიაღწიოთ
ანდააა
11:37 29-12-2021
0
სამი ავტოგოლი და მერე ნუ იფიქრებ რომ თამაში არ გაყიდეს სატირალია
ოცნებააააა
11:29 29-12-2021
0

სიახლეები პოპულარული