თბილისის "დინამოს" 2 ფეხბურთელი "საბურთალოში" - ტრანსფერები

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა თბილისის "საბურთალოში" ჩაირიცხა. მხარეებმა მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ ქარდავა ბოლოს დედაქალაქურ "დინამოში" თამაშობდა.

Sportall.Ge

28 წლის ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე, რომელიც ბოლოს თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა, "საბურთალოში" ითამაშებს. ახალწვეულმა კლუბთან უკვე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ქავთარაძეს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, არჩეევნი "საბურთალოზე" გააკეთა.

Sportall.Ge

მას სხვადასხვა დროს მოსკოვის "ლოკომოტივის" მეორე გუნდში, უნგრულ "მეზოკოვედში", გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტოვში" უთამაშია.

"საბურთალოში" 27 წლის ტანმაღალი მცველი, გია ჩადუნელი ითამაშებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

ჩადუნელი ბოლოს
"გაგრას" ღირსებას იცავდა, მანამდე კი მას თბილისის "დინამოში", გორის "დილაში", ქობულეთის "შუქურასა" და ფოთის "კილხეთში" უთამაშია.

შეგახსენებთ, "საბურთალო" საქართველოს თასის გამარჯვებულია და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

FC Saburtalo
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული