"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

AutoSharing Option
სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურმა "საბურთალომ" თბილისის "ლოკომოტივის" 3 ყოფილი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ჩარიცხვის შესახებ გამოაცხადა:

"ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა! მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

გეცოდინებათ, რომ სიხარულიძე წლების განმავლობაში "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა და გუნდის მთავარი მეგოლეც იყო. ამპლუით ფორვარდი რამდენიმე წლის წინ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა!

Sportall.Ge

26 წლის მცველი ალექსანდრე გურეშიძე ამიერიდან თბილისის "საბურთალოს" ღირსებას დაიცავს. ახალწვეულმა ახალ კლუბთან ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.

გურეშიძე წლების განმავლობაში "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია ბოლნისის
"სიონსა" და ფოთის "კოლხეთში".

2022 წლიდან 27 წლის დავით უბილავა "საბურთალოს" დაცვას გაამაგრებს! ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამპლუით მცველი წლების განმავლობაში "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა და საკმაოდ წარმატებითაც.

"საბურთალოსთვის" უბილავა მეშვიდე ახალწვეულია."

მოგეხსენებათ, "ლოკომოტივში" ფინანსური კრიზისის შემდეგ გუნდიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები მიდიან. კლუბიდან ასევე წავიდნენ - მამია გავაშელიშვილი, დავით სამურკასოვი, გიორგი გაბაძე და კახა კახაბრიშვილი.

altთბილისის "ლოკომოტივი", ფაქტობრივად, დაიშალა - სამწუხარო განცხადება

altჭიაბრიშვილისა და "ლოკომოტივის" გზები გაიყარა

altმამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
როდესაც საქართველოს ჩემპიონატის სტაბილურად განვითარების პერსპექტივებზე ვსაუბრობდით,ერთერთ სამაგალითო კლუბად,ყოველთვის ლოკომოტივი მიმაჩნდა,თავისი ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურით და აკადემიით.ძალიან ვწუხვარ იმით,რაც ამ კლუბს დაემართა და კიდევ უფრო იმით,რომ ვიცი,ასეთივე ბედი,კიდევ ბევრს ელის.მთავრობის იმპულსურმა,გაუთვლელმა გადაწყვეტილებამ,წამიერად დაანგრია უკანასკნელ წლებში ძლივს შექმნილი პერსპექტივა და წყალს გაატანა საამისოდ დახარჯული 250 მილიონიც.რატომ არ იფიქრეს იმაზე,რომ ბატონი თუ ყმას დაუწყებს ცემას,ყმა მოსამსახურეს დაულურჯებს გვერდებს?ეს რა,ძნელი მისახვედრი იყო?ეს ფეხბურთზე აისახა მეყსეულად და ხვალისათვის კიდევ მრავალი სპორტსმენი,ან სპორტული დაწესებულება თუ კულტურის ობიექტი აღმოჩნდება ჰაერში გამოკიდებული.ახლა სახელმწიფოს ისევ იმაზე მოუწევს თავის მტვრევა,როგორ შეაჩეროს ქართული სპორტის ნგრევა და სპორტსმენთა მასიური გადინება უცხოეთში.შეიძლება რამე მოიფიქრონ კიდეც,მაგრამ რაც უკვე დაინგრა,მთავარი აქედან,სტაბილურობის შეგრძნებაა და მის აღდგენას წლები დასჭირდება,სპორტის აღდგენას კი,ალბათ სამი იმდენი დრო.ვფიქრობ და ვერ მივმხდარვარ,ასეთი სიბრიყვე როგორ მოუვიდათ თავში,რომ ზარალის ოდენობაზე და მისი კომპენსაციის გზებზე არც უფიქრიათ.სხვა თუ არაფერი,ბათუმის დინამოს სტადიონის დანგრევამ რა შედეგები გამოიწვია აჭარაში,თვალწინ არ ჰქონდათ?!სააკაშვილი მართლაც გიჟი კი არ არის,სტადიონის დანგრევით,რაღაც,მისთვის უფრო ღირებულის გაკეთებას შეეცადა,მაგრამ გათვლების გარეშე,მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოვიმკეთ და ახლაც,ამ კანონით, გაცილებით უარესი გველის.დარწმუნებული ვარ,სათამაშო ბიზნესი მონახავს სხვა გზებს და კიდევ უფრო მეტ მოგებას ნახავს,მათი ლიდერები ხომ ძალიან ახლოს არიან პოლიტიკურ ელიტასთან და ხშირად ეს ელიტაა, თვითონ ამ ბიზნესების მფლობელი ,ან მეწილე.უამრავი ოჯახი,კვლავ გამწარდება,მათ დაემატებიან დაფინანსების გარეშე დარჩენილი სპორტის და კულტურის მრავალი სუბიექტი თუ ობიექტი და ეს ყველაფერი,ერთი,ძალიან კეთილი განზრახვით მიღებული,მაგრამ გაუაზრებელი კანონის მიღების ბრალი იქნება და უკვე არის.პ.ს.არავინ იფიქროს,სათამაშო ინდუსტრიის ამ დონეზე გაბერვის მომხრე ვიყო.სპორტის ძველი გულშემატკივარი ვარ და საკმაოდ ხშირად,ტოტალიზატორში ფულსაც მოვიგებდი,რომ მეთამაშა,მაგრამ არასოდეს მითამაშია აზარტული თამაშები ფულზე,სწორედ პრინციპული მოსაზრებებით.უბრალოდ ვხედავთ,რომ სწორ სურვილს,არასწორი მეთოდებით დაუწყეს ბრძოლა და უარეს შედეგს ვიღებთ
სოსო
19:11 03-01-2022
0
საერთოდ ძალიან კარგი იქნება, თუ "საბურთალო" და "ლოკომოტივი" მიაღწევენ შეთანხმებას გაერთიანების შესახებ. "ლოკომოტივის" შესანიშნავი ბაზა და აკადემია საგურამოში, "საბურთალოს" ბევრ აღსაზრდელს წაადგება... მივიღებთ ერთ ძლიერ კლუბს სრული ინფრასტრუქტურით!!!
tngh
15:00 03-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული